შატილში მომხდარ ტრაგედიას უცხოეთში ეხმაურებიან

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიშატილი
შატილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან გიდი და ერთი უცხოელი.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. შატილში მომხდარ ტრაგედიას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებები გამოეხმაურნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან გიდი და ერთი უცხოელი.

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეხმაურება.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას“, – ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

შატილი - Sputnik საქართველო
შატილში ავარიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები ტურისტულ კომპანიას ადანაშაულებენ

შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახების წევრებს სამძიმარს უცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„უკიდურესად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტრაგედიას ეხმაურება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ისრაელი უსამძიმრებს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა შატილში დაღუპულთა ოჯახები გაამხნევა: უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი.

„ვიზიარებ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და ახლობლებს, ვინც მოძმე საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას“,- წერს მნაცაკანიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით დაეშვება სახელმწიფო დროშა მთელ საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ტურისტებში მეტად პოპულარული სოფელი შატილისკენ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა მიდის. ბოლო დღეებში მთებში წვიმდა, რასაც შეიძლებოდა გადაადგილება გაერთულებინა.

ყველა ახალი ამბავი
0