Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები კორონავირუსით განმეორებით – მეცნიერთა განმარტება

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, ახალი კოროვირუსით ინფიცირების საიდუმლოს, რომელიც თითქმის უკვე ცხრა თვეა აშფოთებს მსოფლიოს, მეცნიერები უახლოეს მომავალში კიდევ ვერ ამოხსნიან.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს ახალი ტიპის კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების მიზეზის დადგენა. მათი კვლევის შედეგების შესახებ წერს ჟურნალი Cell.

კორონავირუსს „ფეხები“ აქვს: მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირების მექანიზმი გამოავლინეს>>

მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს მკვლევარებმა გააანალიზეს სამედიცინო ისტორიები და შეისწავლეს COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების ელენთა და ლიმფური კვანძები.

გაყინული თევზით ვაჭრობა მაღაზიაში - Sputnik საქართველო
ინარჩუნებს თუ არა სიცოცხლისუნარიანობას COVID-19 გაყინულ საკვებში?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათში არ არის ჩანასახოვანი ცენტრები, რომლებიც მდგრადი იმუნური პასუხის განუყოფელი ნაწილია.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, COVID-19-ის რთული ფორმის დროს დიდი რაოდენობით სასიგნალო მოლეკულები – ციტოკინი TNF გამომუშავდება იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ ჩანასახოვანი (ჰერმინატიული) ცენტრები ფორმირდება.

შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ შემთხვევაში ზოგიერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება SARS-CoV-2-ით ისევ დაინფიცირდეს და, სამწუხაროდ, არა ერთხელ.

ყველა ახალი ამბავი
0