Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ინარჩუნებს თუ არა სიცოცხლისუნარიანობას COVID-19 გაყინულ საკვებში?

© Sputnik / STRINGERგაყინული თევზით ვაჭრობა მაღაზიაში
გაყინული თევზით ვაჭრობა მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინგაპურელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვაგვარად ფიქრობს.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. სინგაპურში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი ტიპის კოროვირუსს შეუძლია გაყინულ პროდუქტებში მინიმუმ სამი კვირა გაძლოს, წერს პორტალი bioRxiv.

„ჩვენმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ს შეუძლია გაუძლოს იმ დროსა და ტემპერატურას, რომელიც საკვები პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობებითაა გათვალისწინებული“, – ციტირებს გამოცემა კვლევის შედეგებს.

ქათმის ფილე - Sputnik საქართველო
სურსათის სააგენტო: საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე არ შეზღუდავს

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ქათმის, ორაგულისა და ღორის ხორცის ნაჭრებზე SARS-CoV-2-ის დამატებისას ინფექციური ვირუსის დონის შემცირება 4 გრადუსი ცელსიუსისა (სტანდარტული გაგრილება) და მინუს 20 გრადუსი ცელსიუსის (სტანდარტული გაყინვა) პირობებში 21 დღის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„მიგვაჩნია, რომ ინფიცირებულ იმპორტირებულ საკვებს შეუძლია ვირუსის გადაცემა მომუშავე პერსონალისთვის... დაინფიცირებული საკვები პროდუქტებით გამოწვეული COVID-19-ის აფეთქების რისკის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევა წყაროდან უნდა დაიწყოს, კერძოდ, კვების მრეწველობასთან დაკავშირებული შენობიდან. ეს გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას, საკვებთან, მასალებთან და ჭურჭელთან კონტაქტში არსებული ზედაპირების დასუფთავებას“, – აღნიშნულია მეცნიერების სტატიაში.

ბრძოლა კორონავირუსთან - Sputnik საქართველო
ჯანმომ COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ ერთ-ერთი პოპულარული მითი დაანგრია

ადრე ექსპერტებმა კორონავირუსის კვალი გაყინული ქათმის ფრთების ზედაპირიდან აღებულ ნიმუშზე აღმოაჩინეს. გაყინული ქათმები ჩინეთში ბრაზილიიდან იყო შეტანილი. ვირუსის კვალი ასევე აღმოაჩინეს ეკვადორიდან ჩინეთში იმპორტირებული კრევეტების შეფუთვიდან აღებულ ნიმუშებზეც.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვაგვარად ფიქრობს. ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორი მაიკლ რაიანი აღნიშნავს, რომ COVID-19-ის საკვების საშუალებით გადაცემის შემთხვევები არ გამოვლენილა.

თავის მხრივ, ჯანმოს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ კორონავირუსი შეიძლება შეფუთვაზე დარჩეს, როგორც ეს ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებული ქათმის ფრთების შეფუთვის შემთხვევაში მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0