ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა? – ჩოგბურთელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნულის შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს – რომანტიკული ფოტო

როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა, მაგრამ არ დამძიმებულა.

ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით კი პატიმრობის ვადა 2 წლამდე შემცირდა.

ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
ნეკა დოროყაშვილი იარაღით ფოტოს აქვეყნებს – რა ჩაიფიქრა ქალმა?

ადვოკატის განმარტებით, „ბრალის დამძიმების” შესახებ ინფორმაცია მორიგი სპეკულაციაა, რომელიც სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება.

„რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, – აღნიშნავს ჭკადუა.

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

მაისში საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია...“ – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0