ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.
ცოტა ხნის წინ ნეკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჩოგბურთელის ყოფილმა მეუღლემ განტვირთვის საშუალებად იარაღიდან სროლა აირჩია. აღმოჩნდა, რომ ქალი არაჩვეულებრივად ისვრის. „ახლახანს გავაცნობიერე, რომ სროლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა რელაქსაციის“, – წერს დოროყაშვილი.
View this post on Instagram
2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
View this post on Instagram
2020 წლის 8 ივნისს, ცხრასაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა. თავად სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.