მოსაზრება: აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიგრაფიტი ირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე
გრაფიტი ირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პირადად ეწვევა გაეროს შტაბ-ბინას, რათა უშიშროების საბჭოს წევრებს ირანის წინააღდეგ სანქციების დაბრუნების შესახებ აუწყოს.

ირინა ალქსნისი

შეერთებული შტატების საგარეო უწყების შეფმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ Fox News-ს და დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხედავს აშშ-ის ხელმძღვანელობა მოვლენების შემდგომ განვითარებას.

პომპეოს თქმით, ყველა სანქცია აღდგება“, ხოლო „მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება“, ვინაიდან „ირანელებს არ ექნებათ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, ჩინური ტანკებისა და ყველაფერ იმის შეძენის შესაძლებლობა, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და სტაბილურობას ემუქრება“.

იმ შემთხვევაში კი, თუ სხვა ქვეყნები (პირველ რიგში კი რუსეთი და ჩინეთი) უარს იტყვიან შტატების მიერ აღდგენილი შეზღუდვების შესრულებაზე, მაშინ თავად მათ ემუქრებათ რესტრიქციები. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ს „უკვე გაკეთებული აქვს ეს <...>, როცა ქვეყნები არღვევდნენ მოქმედ ამერიკულ სანქციებს, ჩვენ თითოეულ ქვეყანას ვაკისრებდით პასუხისმგებლობას ამის გამო, და ჩვენ კვლავ გავაკეთებთ ამას გაეროს ბევრად ფართო სანქციების მიმართ“.

ამერიკელი სამხედრო - Sputnik საქართველო
ტრამპს გერმანიიდან ჯარი აშშ-ის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ გაჰყავს

ირანის თემის მორიგი მკვეთრი გაცოცხლება მნიშვნელოვანი თარიღის ― 18 ოქტომბრის მოახლოებას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს გასდის ვადა „ბირთვულ შეთანხმებას“ ― იარაღზე ემბარგოს. 18 ოქტომბრამდე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას ირანში დაშვებითი ხასიათი აქვს და გაეროს სპეციალურ დასტურს მოითხოვს თითოეულ შემთხვევაზე.

აშშ „ბირთვული შეთანხმებიდან“ ჯერ კიდევ 2018 წელს გავიდა, მაგრამ იარაღის ემბარგოს ამოწურვის ვადის მოახლოებამ აიძულა ამერიკელები, კვლავ გაეაქტიურებინათ მუშაობა შეთანხმების სხვა მონაწილეებთან ― მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თარიღი.

სწორედ ამ საკითხში განიცადეს მათ ერთი კვირის წინ უკიდურესად მტკივნეული ჩავარდნა. ვაშინგტონი შეეცადა (წარუმატებლად) გაეროს უშიშროების საბჭოზე ემბარგოს გახანგრძლივების რეზოლუცია გაეტანათ.

საქმე მთლად ის არაა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს უფლებით ისარგებლეს. შტატები წინდაწინ იყვნენ მზად ასეთი შედეგისთვის. მათთვის განუზომლად უსიამოვნო ის იყო, რომ პრინციპში მხოლოდ ერთმა ქვეყანამ ― დომინიკანების რესპუბლიკამ დაუჭირა მხარი. უსაფრთხოების საბჭოს ყველა დანარჩენმა წევრმა ― მუდმივმაც და დროებითებმაც, თავი შეიკავეს. ვაშინგტონისთვის უფრო დამამცირებელი შედეგი წარმოუდგენელია. თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათ პოზიციაზე.

Russia Today - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობას გადაეჩვია

თავიდან დონალდ ტრამპმა უარყო ვლადიმირ პუტინის იდეა, ჩატარებულიყო ონლაინ-სამიტი ირანის თემაზე. იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა სამიტის წინადადება წამოაყენა, რათა ექსკალაცია არ დაეშვა, რომელიც სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდით იმუქრებოდა, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „საუკეთესო ადგილია დისკუსიისთვის, რომელიც იარაღის ემბარგოს ვადის გაგრძელებას უკავშირდება“, და საერთოდაც აღშფოთდა, რომ „მოსკოვი არაერთხელ და აუხსნელად ირწმუნებოდა იურიდიული საფუძვლების არარსებობაში“ ამ საკითხების განსახილველად.

და, აი, ახალი ნაბიჯი მაიკ პომპეოს შესრულებით, რომელიც გასაგებს ხდის, რომ ვაშინგტონი იოტისოდენადაც არ აპირებს უკან დახევას იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

საკადრისად უნდა შეფასდეს ამერიკის ხელისუფალთა თანმიმდევრულობა და სიჯიუტე, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ არანაირ წინაღობას და მონიშნული მიმართულებით სვლას განაგრძობენ. უბედურება ისაა, რომ ახლა ისინი ადგილზე დგომით მოძრაობენ. კანონზომიერად იბადება კითხვა მათ მიერ გაღებული ძალისხმევებისა და მიღებული შედეგების შესაბამისობაზე, და ზოგადად მსგავსი მიდგომის ეფექტურობაზე. ამერიკული საგარეო პოლიტიკა მრავალი წელია, ხელმძღვანელობს პრინციპით „მიაწვნენ ბოლომდე“ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ნამდვილად მუშაობდა. თანაც იმდენად კარგად, რომ ხშირად ძალის გამოყენების მხოლოდ ერთი მუქარაც კი საკმარისი იყო ხოლმე.

გაზეთები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ კარგავს დასავლური მედია პოზიციებს

პრობლემა ისაა, რომ ამგვარი მიდგომის ეფექტურობა უკვე საკმაოდ კარგა ხანია, რამდენადმე საეჭვო გახდა, ხოლო ამერიკის საგარეო პოლიტიკური წარუმეტებლობის ჩამონათვალი იმდენად გაფართოვდა, რომ ყველა დაუმოჩილებლის დასჯისა და სასურველად მოქმედების იძულების დაპირება სულ უფრო ხშირად იწვევს არა იმდენად შიშებს, რამდენადაც ირონიას, გულგრილობასა და იმის რწმენას, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვთ შესაძლებლობამ მიაღწიონ თავისას.

ირანისა და ჩინეთის სანქციებით დაშინება, რომლებსაც უკვე აქვთ დაწესებული შეზღუდვები, შეუძლებელია. ამასთან სასწორის მეორე მხარეს არის ირანი, რომელსაც მწვავედ ესაჭიროება შეიარაღების განახლება და მზად არის, გადაიხადოს ამაში. რა შანსები აქვთ ამერიკელებს საიმისოდ, რომ თავისას მიაღწიონ ირანთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საკუთარ მოკავშირე თურქეთსაც კი ვერ გაუმკლავდნენ, რომელმაც რუსეთისგან С-400-ები შეიძინა?

თანაც გაეროში კენჭისყრისას „თავშეკავებული“ დასავლური ქვეყნები, აშშ-ის უახლოესი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ყველაფრიდან ჩანს, რომ სულაც არ არიან წინააღმდეგი, მიიღონ ირანის საიარაღო ბაზრის ნაწილი. იმდენად არ არიან წინააღმდეგი, რომ ოკეანისგაღმელი პარტნიორის უკმაყოფილება და მუქარები მათ საკუთარი პოზიციის შესაცვლელად სარწმუნო მიზეზად არ ეჩვენებათ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0