მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობას გადაეჩვია

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიRussia Today
Russia Today - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე RT-ს ხუთი ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა. ანალოგიური ნაბიჯი ერთი კვირით ადრე ლატვიის ხელისუფლებამ გადადგა. ჯერი ესტონეთზეა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

ირინა ალქსნისი

ამ საკითხში ტალინის განსაკუთრებულ პოზიციაზე შანსები არც ისე დიდია: სამი „ბალტიისპირული ვეფხვის“ ტრადიციული ანტირუსული კონსენსუსისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ესტონეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა ყველაზე დიდი აქტიურობა და თანმიმდევრულობა რესპუბლიკაში სააგენტო Sputnik-ის საქმიანობისთვის წინაღობების შექმნაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ბალტიის ქვეყნებში RT აკრძალეს: რუსეთის საგარეო უწყებაში კომენტარი გაკეთდა

თუმცა ყველაზე საინტერესო მთელ ამ ისტორიაში მაინც ვილნიუსის ოფიციალური საფუძველია – რომ RT-ს დმიტრი კისელიოვი აკონტროლებს, რომელზეც დასავლური სანქციები ვრცელდება, და რომ თითქოს ეს გახდა „მისი“ მედიარესურსის წინააღმდეგ ზომების დაწესების მიზეზი.

საქმე ისიც კი არაა, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო: ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ლატვიის ეროვნულმა საბჭომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა იმით ახსნა, რომ ტელეარხები დმიტრი კისელიოვის „ფაქტიური კონტროლისა და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა“. მაშინ მარგარიტა სიმონიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ოფიციალური სტრუქტურების გაუგონარი არაპროფესიონალიზმი გააკრიტიკეს, რომლებმაც თავისი გადაწყვეტილება ღია ბოდვით განმარტეს.

იმ მომენტში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მომხდარი კონკრეტული შემსრულებლების შეცდომით ან რაღაც შემთხვევითობით ახსნილიყო: ბოლოს და ბოლოს დილეტანტებისგან არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. სახელმწიფოსთვის კი უკან დახევა მსგავს სიტუაციაში კარგი ტონი არ არის, მაშინაც კი, თუ ჩინოვნიკები აშკარად დააღალატებენ.

მაგრამ ლიეტუვაში ვითარების ერთი ერთში გამეორება აშკარად მიუთითებს, რომ არანაირი შემთხვევითობა და შეცდომა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებების გაცნობიერებული პოზიციაა.

გასაგებია, რომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა ამის იურიდიულად უფრო „წმინდა“ მოტივით ახსნა? რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ამისთვის პასუხისმგებელ უწყებებს დაძაბვა და დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებოდათ, რათა კანონმდებლობაში ხვრელები ეპოვათ.

გაზეთები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ კარგავს დასავლური მედია პოზიციებს

ოდესღაც სწორედ ეს თავისებურება — იურიდიული დახვეწილობა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირი დასავლური დემოკრატიისთვის. ეს მეტად მომგებიანად გამოიყურებოდა სხვა პოლიტიკური სისტემების ფონზე, რომლებსაც არ ახასიათებდათ ფორმალური პროცედურების დაცვაზე ბევრი ფიქრი.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. RT-ს მაუწყებლობის აკრძალვის საკითხში ბალტიისპირეთის რესპუბლიკები იმ გზით წავიდნენ, რომელიც ბოლო წლებში კარგად გათელეს სულ სხვა და თანაც უფრო მძლავრმა დერჟავებმა.

ამერიკელებისთვის უცნობი ფხვნილით სავსე სინჯარის ქნევამ რეალურად არსებული გარემოებების ძებნა ჩაანაცვლა, რითიც შეიძლებოდა აეხსნათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერაყში შეჭრა.  

ბრიტანელებმა გრანდიოზული შოუ მოაწყვეს სკრიპალების მოწამვლის ირგვლივ — და ისინი იოტისოდენ უხერხულობასაც კი არ გრძნობენ ამ სამეში არსებული „ხვრელების“ გამო.

ნიდერლანდები, რომელმაც მართლმსაჯულება ეროვნულ ბრენდად აქცია, ისეთ სამართლებრივ კულბიტებს აწყობს МН17-ის საქმეზე, რომ გაკვირვებაც კი შეუძლებელი ხდება.

ასეთი მაგალითები მრავლადაა არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. იმდენად მრავლად, რომ იშვიათი შემთხვევებიდან უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. ამგვარ ფონზე ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებების პოზიცია RT-ს მაუწყებლობის აკრძალვაზე აბსოლუტურად ორგანულად გამოიყურება: რა საჭიროა დაძაბვა, თუ ამის გაკეთება აშკარა სისულელის ოფიციალურ პოზიციად გასაღებით შეიძლება?

პროტესტი აშშ-ში - Sputnik საქართველო
ამერიკული ქრონიკები: ბავშვებს პოლიციის შიშს ასწავლიან

ამაში თავისებური ლოგიკაც კი არის: ანტირუსულად განწყობილი აუდიტორია თავისუფლად მიიღებს განმარტებას „კისელიოვის შესახებ, რომელიც RT-ს აკონტროლებს“.

თავდაპირველად ეს მიდგომა დასავლეთის საინფორმაციო, პოლიტიკურმა, იდეოლოგიურმა და მორალურმა მონოპოლიამ გააჩინა. სწორედ ამის გამო შეწყვიტა მან გამოწვლილვით და მაღალპროფესიულად დაემუშავებინა თავისი პოლიტიკა. შედეგად, თავადაც რომ ვერ შენიშნა, ისე გაუსხლტა ხელიდან ეს მონოპოლია, მათ შორის, კომპეტენციის დაკარგვისა და ასევე მოდუნებული თავდაჯერებულობის გამო.

ახლა კი იგივე ძალები ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავენ ხარისხიანად და კვალიფიციურად მუშაობაში უკვე იმის გამო, რომ მომხრეებს ეს არ სჭირდებათ, ხოლო მოწინააღმდეგებს მაინც ვერ დაარწმუნებ.

გასაოცრად აქ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ისინი სეიოზულად ფიქრობენ, თითქოს მსგავსი არაპროფესიონალური მიდგომა მათ იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მოუტანს რუსეთზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

ყველა ახალი ამბავი
0