COVID-19 ქობულეთში: ინფიცირებულია სასტუმროს მეპატრონე

© courtesy of Kobuleti Municipalityსასწრაფო დახმარების მანქანა ქობულეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა ქობულეთში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები დადგენილია, ყველა მათგანი კარანტინზეა გადაყვანილი

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ინფექციონისტებმა ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული დაახლოებით 60 წლამდე მამაკაცია და ის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მამაკაცი ღამით გადაიყვანეს COVID-ცენტრში.

გარდა  კონკრეტულად ინფიცირებულისა, კარანტინზეა გადაყვანილი 18 პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ სასტუმროს მეპატრონესთან, ხოლო კიდევ სამი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისათვის ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც აჭარის საზოგადოებტივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება კაფე „ჰავანას“.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

სულ საქართველოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ინფიცირების 1 385 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან განიკურნა 1 128 და გარდაიცვალა 17 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0