კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AP Photo / Jane Barlowტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1128 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1385-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1128 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0