თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის ხელმეორე ტესტირებას ჩაატარებენ კორონავირუსზე, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ.
გამყრელიძე: საქართველოში ეპიდემიური კუთხით ოთხი ცხელი წერტილი რჩება>>
კორონავირუსის გავრცელების კუთხით ლენჯერი კვლავ „ცხელ წერტილად“ რჩება. მაღალი ეპიდემიური რისკის გამო ხელისუფლებამ 10 აგვისტოს მესტიის რაიონში კარანტინი დააწესა და იქ შესვლა–გამოსვლა აკრძალა.
ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა 3 509 ტესტი და კიდევ 1 246 – იმ პირებისთვის, ვინც მუნიციპალიტეტში კარანტინამდე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.
21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ამ დროისთვის ინფიცირებულია 1370 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 1108 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.