Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტესტი კორონავირუსზე 30 წამში, სიზუსტე – თითქმის ასი პროცენტი: ახალი კვლევა ისრაელში

© photo: AFP 2020 / JACK GUEZტესტირება კორონავირუსზე ისრაელში
ტესტირება კორონავირუსზე ისრაელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ტესტის ჩასატარებლად ადამიანის ნერწყვია საჭირო. ტესტირებით სხვა ვირუსების გამოვლენაც არის შესაძლებელი.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ისრაელის მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ტესტზე კვლევა ჩაატარეს, რომლის სიზუსტეც 96%-ს აღემატება, რაც კლასიკურ PCR–ტესტთან შედარებით უფრო მეტიც კია, იტყობინება ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო.

ანალიზი 250 ადამიანს ჩაუტარდა, ტესტის ღირებულება ერთ შეკელს (დაახლოებით 0,29 აშშ დოლარს) არ აღემატება.

ტოკიოს მეტრო კორონავირუსის პნადემიის დროს - Sputnik საქართველო
იაპონელი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ გვაფრთხილებენ

ტესტირებისთვის ადამიანის ნერწყვის ნიმუშს იღებენ მარილიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვის შემდეგ. ნერწყვის ანალიზი სინჯარაში სპეციალური სანათი ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება და ის ავლენს, არის თუ არა ადამიანი COVID-19-ით ინფიცირებული. ამ ხელსაწყოს სხვა ვირუსების გამოვლენაც შეუძლია. 

გარდა ამისა, ისრაელის მედიცინამ COVID-19-ის გამოვლენის ტექნოლოგია 30-40 წამში ჩაატარა. ასევე მოხდა პროგრამის პრეზენტაციაც, რომელიც საშუალებას იძლევა, სპეციალური ტექნიკის გამოყენების გარეშე პასუხი 20 წუთში სახლში მიიღოთ.

ჯანმომ COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ ერთ-ერთი პოპულარული მითი დაანგრია>>

„ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში ბენ-გურიონის აეროპორტის ლაბორატორიებში COVID-19-ის გამოვლენის შესახებ ტენდერს გამოაცხადებს, და ეს ნიშნავს, რომ ებრაელ მეცნიერთა უახლესმა მიღწევებმა შეიძლება მალე საშუალება მოგვცეს, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, კვლავ ვიმოგზაუროთ და არ შეგვეშინდეს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გამო“, – აღნიშნავს ისრაელის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ში ვლადიმირ შკლიარი.

ყველა ახალი ამბავი
0