Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმომ COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ ერთ-ერთი პოპულარული მითი დაანგრია

© Sputnik / Shota Nozadzeბრძოლა კორონავირუსთან
ბრძოლა კორონავირუსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაღაზიებსა და ბაზრებზე ნაყიდ პროდუქტებს საფუძვლიან დეზინფექციას უტარებენ

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ინფორმაცია, რომ კორონავირუსი საკვებით გადადის - სინამდვილეს არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, ინფიცირების მსგავსი შემთხვევების შესახებ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კვების პროდუქტები ან კვებითი ჯაჭვები კორონავირუსის გადაცემაშია ჩართული“, - განაცხადა ჯამოს საგანგებო სიტუაციების საკითხებში აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
„კოლექტიური იმუნიტეტი არ გვიშველის“ – ჯანმო განმარტავს

ამასობაში ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთში, ქათმის ფრთების პარტიაში, რომელიც ბრაზილიიდან იყო შეტანილი. თუმცაღა, COVID-19 არ დაუდგინდა არც მათ, ვინც ეს ფრთები მიირთვა, არც მათ ნათესავებს. ასევე ჩინეთის პროვინცია ანჰოიში კორონავირუსი ეკვადორიდან ჩატანილი კრევეტების პარტიაში აღმოაჩინეს.

ამასთან დაკავშირებით ჯანმოს კონსულტანტმა და ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერკჰოვემ განმარტა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ დეტალურად შეისწავლა საკვებით კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობა. მისი თქმით, ექსპერტებმა ვირუსზე შეამოწმეს ასობით ათასი შეფუთვა, თუმცა ის ათზე ნაკლებ შეფუთვაზე აღმოჩნდა.

ვან კერკჰოვეს თქმით, ვირუსი პროდუქტების თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0