მოზარდების მკვლელობის საქმე: მიხეილ კალანდიას ადვოკატი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება

© photo: Sputnik / Stringerპლაკატი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის გამოსახულებით
პლაკატი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მიმდინარეობისას კალანდია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა საბოლოოდ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უფლებადამცველი ზურაბ თოდუას განცხადებით, უწყებაში დაბარების მიზეზი, სავარაუდოდ, მის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელებია. ადვოკატის თქმით, იგი პოლიციას ჩვენებას არ მისცემს და უწყების კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მოზარდების მკვლელობის საქმე: სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო

„მე ძალიან ბევრი საჩივარი მაქვს შეტანილი გენერალურ პროკურატურაში კალანდიას საქმის არაეფექტურ გამოძიებაზე, დაცვაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მუქარასა და მოწმეებზე ზემოქმედებაზე, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის თაობაზე, რომელზეც არანაირი რეაგირება არ იყო. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი შემაჯამებელი საჩივარი შევიტანე, თუ რატომ არ მოხდა ჩემს საჩივრებზე რეაგირება“, – განაცხადა თოდუამ.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მიხეილ კალანდია 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 15 წლით პატიმრობა შეუფარდეს. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" შესაბამისად, ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში წერტილი დაისვა: როდესაც პროტესტს აქვს მნიშვნელობა

მკვლელობის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების მიმდინარეობისას კალანდია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა საბოლოოდ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო კალანდიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძე რამდენიმე პირმა მოკლა.

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0