„სანიმუშო ქვეყანა“ - ჯანმოში საქართველო კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლისთვის შეაქეს

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანა ასევე სამაგალითოდ დაასახელეს С ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის დანერგვა-განხორციელების კუთხით

თბილისი, 18 აგვისტო ― Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა საქართველო სამაგალითო ქვეყანა უწოდა არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ С ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით.

პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტზე გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს >>

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს შეხვდა.

„ტედროს გებრეიესუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს შარშან პირველად მიანიჭეს სანიმუშო ქვეყნის სტატუსი, რომელმაც წარმატებით შეასრულა С ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. С  ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ქვეყანას ამარაგებს ღვიძლის დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდით“ მკურნალობენ.

С ჰეპატიტი - Sputnik საქართველო
მომავალი С ჰეპატიტის გარეშე! საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 70% გამოკვლეულია

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8% С ჰეპატიტით მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა აღმოჩნდა რთული გამოწვევის წინაშე. ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი საჭიროებდა მკურნალობას. 2015 წლამდე მკურნალობა მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფისთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო ქვეყნის მოსახლეობის 41%, დაავადებულთა 98% განიკურნა.

რაც შეეხება კორონავირუსის მონაცემებს, პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა 1361-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1098 ადამიანი, გარდაიცვალა 17. 

 

ყველა ახალი ამბავი
0