ულტრანაციონალისტების პარტია „ქართული მარში“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

© video: Sputnik / STRINGER „ქართული მარშის“ მონაწილეები
 „ქართული მარშის“ მონაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია საარჩევნო ბიულეტენში მას შემდეგ აღმოჩნდება, როცა ცესკოში ხუთი ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას წარადგენს.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, რომელიც თავისი ულტრანაციონალისტური შეხედულებებით არის ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში დარეგისტრირდა, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

პარტიის შექმნის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 2 ივლისს გაკეთდა. პარტიის მთავარი მიზანი „სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შექმნაა ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველზე. რომელიც დაიცავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეთნიკურ, კონფესიურ, კულტურულ და ტრადიციულ თვითმყოფადობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ჟვანია: საქართველო დაინტერესებულია, არჩევნებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს

პარტია ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წევრების მიერ არის დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს მოსახლობას დაამახსოვრდნენ 2018 წელს ახალგაზრდული აქციის კონტრაქციით, საპროტესტო აქციებით, ჩხუბითა და თავდასხმებით ლგბტ-თანამეგობრობაზე და მუქარებით სახალხო დამცველის მისამართით.

„ქართული მარში“ ასევე მონაწილეობდა 2013 წლის 17 მაისს ლგბტ-აქტივისტების აქციის დაშლაში, როდესაც აქციის მრავალმა მონაწილემ სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ახლა პარტიას ცესკოში 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენა მოუწევს, რის შემდეგაც ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში აღმოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0