დასახელდა კომპიუტერის კლავიატურის პოტენციური საფრთხეები

© photo: Sputnikკლავიატურა
კლავიატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლავიატურის საფრთხის წყაროდ გადაქცევის მთავარი მიზეზი მომხმარებლების ბანალური უყურადღებობა და პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფაა.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის: მასზე არსებულმა მიკრობებმა შეიძლება კანის მთელი რიგი დაავადებები და თვალის ინფექციები გამოიწვიოს. თუ როგორ დავიცვათ თავი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუს დროს Hi-Tech Mail.ru-ს ხელმძღვანელმა დმიტრი რიაბინინმა ისაუბრა.

ვირტუალური რეალობა თუ რეალური სამყარო: VR ტექნოლოგიების ახალი ეპოქა>>

მთავარი მიზეზი, რის გამოც კლავიატურა საჭირო ხელსაწყოდან საფრთხის წყაროდ გადაიქცევა, არის მომხმარებლების ბანალური უყურადღებობა და პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფა. პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობა კლავიშებზე, განსაკუთრებით, მათ შორის გროვდება, აღნიშნა დმიტრი რიაბინინმა.

სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
უნდა იყოს თუ არა მოზარდი სოციალური ქსელის მომხმარებელი – ფსიქოლოგის განმარტება

„ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაბინძურებული კლავიატურით მუშაობენ და ამავე დროს ხშირად ისრესენ თვალებს, შეიძლება როგორც კანის საშიში დაავადება, ასევე თვალის ინფექცია, კონიუნქტივიტი ან რამე უფრო სერიოზული დაემუქროთ. დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად მარტივი რეკომენდაციაა – მაქსიმალური გადასვლა სენსორულ მართვაზე, უმჯობესია – ხმოვან კონტროლზე“, – გვირჩევს რიაბინინი.

თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ სამუშაო სივრცის ჰიგიენაზე უნდა ვიზრუნოთ – კლავიატურა თვეში ერთხელ გავწმინდოთ.

„საშუალებით გაწმენდა. ამისთვის გამოიყენეთ ტექნიკის სპეციალური საწმენდი ტილოები ან ქსოვილი, რომელსაც ალკოჰოლის დაბალი შემცველობა ექნება. მთავარია, არ გამოიყენოთ ქიმიკატები, რომლებიც განკუთვნილია სანტექნიკის გასაწმენდად. ისინი საშიშია პლასტმასისთვის: უკეთეს შემთხვევაში, წაშლის საღებავს კლავიატურაზე, უარეს შემთხვევაში – უბრალოდ დააზიანებს კორპუსს“, – გვაფრთხილებს Hi-Tech Mail.ru-ს ხელმძღვანელი.

მანამდე მიუწვდომელი: შექმნილია მინი-კომპიუტერი, რომელიც პირდაპირ გულში ინერგება – ვიდეო>>

ასევე მნიშვნელოვანია კლავიშებს შორის სივრცის დასუფთავებაც, დასძინა მან.

„შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბიანი ჩხირები, რბილი ჯაგრისი. თუ საჭიროა კლავიატურის შიგნიდან გაწმენდა, უნდა გამოიყენოთ კომპრესირებული ჰაერი – ამ გზით შეძლებთ ნამცეცების ამოყრას“, – გვირჩიეს დმიტრი რიაბინინი რადიო Sputnik–თან ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0