შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას იწყებს

© Sputnik / STRINGERპირველი სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
პირველი სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა,  მათგან ხუთს ბრალი მკვლელობაში  წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.

თბილისი, 18 აგვისტო- Sputnik. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ არასრულწლოვანის მშობელმა განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
სასამართლო შაქარაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს

19 წლის ფეხბურთელის  გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი ხუთს წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.

პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს  არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მშობელიც.

„ჩემმა შვილმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ იწყებს შიმშილობას მანამ, სანამ სიცრუის დეტექტორზე არ გაატარებენ მის ჩვენებებს, ასევე ამირხანაშვილის ჩვენებებსაც. მეორე მოთხოვნა არის, რომ მედიასთან კავშირი გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე იყო. მე გადავწყვიტე წავიდე გენერალურ პროკურატურასთან და დავიწყო შიმშილობა ჩემს შვილთან ერთად, ასევე შემომიერთდება ყველა იმ ახალგაზრდას მშობელი, ვინც Toyota Camry-ში იჯდა", — განაცხადა ბრალდებულის მამამ.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გადავადება მიღწეულია: შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო გადატანილია

ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, 12 პირი ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით გამოძიების საქმის ფიგურანტია.

გამოძიების ვერსიით, საქმის მონაწილე ხუთმა ბრალდებულმა დევნისას შაქარაშვილი აიძულეს მდინარე არაგვის ნაპირთან ჩასულიყო, სადაც ის თავდამსხმელთა შორის მოექცა. შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი, მდინარეში გადააგდეს, სადაც მისი ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს.

ექსპერტი: გადარჩებოდა თუ არა შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ >>

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი წარედგინათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს, რომელთა ვინაობას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, გამოძიება არ ასაჯაროებს.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0