აზერბაიჯანში ერთ დღეში COVID-19-ის 124 შემთხვევა გამოვლინდა

© photo : Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია და სამხედროები ბაქოში
პოლიცია და სამხედროები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 34 343 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 32 042, ხოლო გარდაიცვალა 508 ადამიანი

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 124 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი დღით ადრე ამ მაჩვენებელმა 112 შეადგინა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა საქართველოში ელჩი შეცვალა

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 167 ადამიანი. ორი პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თანმხლები დაავადებების გართულების გამო გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 34 343 ფაქტი გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 32 042, ხოლო გარდაიცვალა 508 ადამიანი.

აქტიურ ავადმყოფთა რიცხვი, რომლებიც განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობენ, 1 793 ადამიანს შეადგენს. დღემდე ქვეყანაში 836 908 ტესტი ჩატარდა, ბოლო ერთ დღეში - 5 153.

ყველა ახალი ამბავი
0