აზერბაიჯანმა საქართველოში ელჩი შეცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliაზერბაიჯანის საელჩო საქართველოში
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დურსუნ ჰასანოვი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფაიგ გულიევმა ჩაანაცვლა.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს, 17 აგვისტოს ხელი მოაწერა საქართველოში ფაიგ გულიევის აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის განკარგულებას, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

© AR Ministry of Labour and Social Protection of the Populationფაიგ გულიევი
აზერბაიჯანმა საქართველოში ელჩი შეცვალა - Sputnik საქართველო
ფაიგ გულიევი

მეორე განკარგულებით გულიევი გათავისუფლდა აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში 2016 წლიდან დურსუნ ჰასანოვი იყო. ქვეყნის მეთაურის განკარგულებით ის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0