ფონიჭალაში საზარელ ავარიაში დამნაშავე 25 წლის ქალი მძღოლი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონიჭალაში საზარელი ავარიის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი - 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს. მათ შორის არიან 4, 7 და 11 წლის ბავშვები - ოთხი არასრულწლოვანი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მიყენებული ტრავმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწოოვანი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.

შემზარავი ავტოავარია ფონიჭალაში: დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი >>

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0