შემზარავი ავტოავარია ფონიჭალაში: დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

თბილისში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა>>

შემთხვევა გვიან ღამიღ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი. სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0