ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ახალი სკანდალი საქმეში

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ და რა გარემოებაში გარდაიცვალა წარმატებული პროგრამისტი – საიდუმლოდ რჩება და უამრავ კითხვას ბადებს.

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ ახალი სკანდალები ჩნდება, საქმეს ჩამოაშორეს პროკურორი, ხოლო გარდაცვლილის ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა.

ვახტანგ გომელაური თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: „ღიად ვერ ვისაუბრებ" >>

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ოჯახის წევრები შეხვდნენ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. მათ იმას მიაღწიეს, რომ საქმეს ჩამოაშორეს პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ

შოთაძესთან ბოლო შეხვედრის მიზეზი გახდა პროკურორის კითხვები გოგონას დედასთან თეონა თამაზაშვილთან. კითხვები ეხებოდა ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს. პროკურორი დაინტერესდა მისი ჰონორარით, ასევე იმით, თუ საიდან გაჩნდა პრესაში გოგონას წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაწერილი.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს“, – განაცხადა რამიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

თუმცაღა, ადვოკატის თქმით, ოჯახი მაინც არ არის კმაყოფილი გამოძიებით და მისი უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ გოგონას ტელეფონი, რომელშიც, ოჯახის აზრით, მთელი ინფორმაცია ინახებოდა, გახსნეს მის გარეშე, ისევე, როგორც მისი კომპიუტერი.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეფონში არ აღმოჩნდა გოგონას პირადი ინფორმაცია, წაშლილი იყო მისი ფოსტა და სოციალური ქსელების აკაუნტები.

დარჩენილია მისი ავტომობილის ექსპერტიზა და შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა დაარწმუნა ოჯახი, რომ ადვოკატი აუცილებლად დაესწრება ექსპერტიზის დასაწყისს, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

რამდენიმე დღის წინ შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0