თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ამორალური და შეურაცხმყოფელია: კომპანია, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს>>
23 წლი გოგონა ძებნიდან ხუთი დღის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ცხოვრეობდა. სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის. ვფიქრობ, მალე დასრულდება. FBI–ს ჩართვას რაც შეეხება, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ, ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.
თავდაპირველად ბაჩალიაშვილის გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.
შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიას გამოძიება იმ ფაქტის გათვალისწინებით განიხილავს, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია. მანქანაში იპოვეს ჩანაწერიც: „თანხა ანგარიშზეა, გამოიყენეთ“.
სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში>>
გარდაცვლილი გოგონას ოჯახს 23 წლის პროგრამისტის თვითმკვლელობის არ სჯერა და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს.