ამერიკული კომპანია გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera Resources Corporation განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას ტყუილსა და დეზინფორმაციაში და მთავრობასთან შეხვედრასა და მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების გარანტიებს ითხოვს.

„ფრონტერამ“ გაავრცელა მორიგი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისამართით, რომელშიც მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, შეასრულოს 23 ივნისის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კონტრაქტი კომპანიასთან არ შეწყდება. კომპანია აღნიშნავს, რომ მთავრობას არც კი უცდია პრემიერის სიტყვების შესრულება.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ბიზნესგარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ

„მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ „დროებით აჩერებს“ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას. ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა, შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა „ფრონტერას" მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას“, - ნათქვამია „ფრონტერას“ განცხადებაში.

გარდა ამისა, „ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და გასცეს გარანტიები მუშაობის გასაგრძელებლად.

კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველომ მოიგო საარბიტრაჟო დავა და რომ კომპანიას 84 თანამშრომლისთვის 17-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს.

ამის მიუხედავად...

კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს არაერთხელ გაუმართავთ საპროტესტო აქცია სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით. მათ სასამართლოსაც მიმართეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კომპანიის ვალი 1 მილიონამდე ლარს შეადგენს.

კომპანია „ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ამერიკული კომპანიიდან გათავისუფლებულებს დაეხმარება

ამ ადამიანების დასახმარებლად მთავრობამ მათთვის 1,2 ათასი ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარების აღმოჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ფრონტერას“ მოუწოდა, დაფაროს სახელფასო დავალიანება იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესასრულებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

ერთი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს კომპანიასთან და მხარეები ემზადებიან შეხვედრისთვის გარკვეული ტექნიკური საკითხების განსახილველად.

ხანგრძლივი დავა

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
Frontera-ს საქართველოში მუშაობის ნება დართეს, ოღონდ მოკრძალებული პირობებით

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ წარმოადგენდნენ. საქართველო კომპანიასთან თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

თუმცაღა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა ზრუნავს თავის საინვესტიციო რეპუტაციაზე, Frontera-ს საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ პირობებზე უკმაყოფილება გამოთქვა და თავის პრობლემებში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

ყველა ახალი ამბავი
0