როდის გაიხსნება ხაშურის შემოვლითი გზა

© Sputnik / STRINGERაღმოსავლეთ და დასავლეთ საქართელოს დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასა
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართელოს დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის მშენებლობა 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შატილი - Sputnik საქართველო
შატილამდე მისასვლელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება ორზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი ორ ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი ოთხზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები აქვს.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში აშენდება ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთი–დასავლეთის ტრასა: როგორ შენდება ახალი გზა რიკოთის უღელტეხილზე – ფოტო

რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის – 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, აცხადებენ სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0