იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, როგორ მიმდინარეობს ახალი ავტოტრასისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე. მშენებლობა, რომელსაც მასშტაბებით ანალოგი არ გააჩნია მთელ სამხრეთ კავკასიაში, რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი.
რიკოთის უღელტეხილზე 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს. გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
გზა, რომელიც რიკოთის უღელტეხილს კვეთს, ევროპის საერთაშორისო სატრანზიტო E-60 გზის ნაწილია. ეს სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება საფრანგეთში და ყირგიზეთის ტერიტორიაზე მთავრდება.
საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან ახლოს. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.