თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი აგორდა. ამჯერად გაირკვა, რომ მას ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.
ენზელ მკოიანი ცნობილი პიროვნებაა. თავის დროზე იყო ახალქალაქის დეპუტატი ყოფილი მმართველი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2012 წელს „ქართული ოცნების“ მოგების შემდეგ მან მკვეთრად შეიცვალა პარტია და 2016 წელს ამ პარტიიდან კენჭი იყარა და პარლამენტშიც მოხვდა. არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრის მკოიანი ავტომობილს ახალქალაქის ქუჩაში.
ახლა კი მისმა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ მკოიანსა და მის ოჯახს ემუქრებიან და ფულს სძალავენ.
„მკოიანმა მისი სახელით განცხადების გაკეთება მთხოვა“, - განაცხადა მურმანიშვილმა.
ადვოკატის თქმით, 2020 წლის 20 ივლისს უცნობმა პირი მკოიანს მესენჯერით დაუკავშირდა. მას ესაუბრნენ რუსულად, თუმცა კავკასიური აქცენტით. ამ ადამიანმა მოსთხოვა მკოიანს, დაეტოვებინა პოლიტიკა, წყნარად ყოფილიყო და არავისთან ეურთიერთა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელ ადამიანს დაკარგავდა.
მეორე ზარი - WatsApp-ით - მოსკოვიდან იყო. მკოიანის თქმით, ამას ნომრის ინდექსით მიხვდა. მას კვლავ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრნენ. ამჯერად მას დიდი თანხა მოსთხოვეს.
„ჰეი, ოლიგარქო, შენ ხომ ბიზნესში ხარ, რატომ არ იხდი ფულს? შენ ხუთი მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადო“, - განაცხადა ადვოკატმა.
როდესაც მკოიანმა იკითხა, რა მოუვა, თუ ამას არ გააკეთებდა, გამომძალველმა განუცხადა, რომ უკვე 15 წლიანი პატიმრობა მოიხადა და თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, მოკლავს დეპუტატს და კიდევ 20 წლით ჩაჯდება ციხეში. მეორე ჯერზე მას ესაუბრა ორი ადამიანი და ორივე კრიმინალური ჟარგონით.
„ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეაშინა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მასზე თავდასხმა მოხდა, მას სამჯერ ესროლეს. ის პოლიციელების წყალობით გადარჩა“, - განაცხადა მურმანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მკოიანი და მისი ოჯახი ძალიან შეშინებულები არიან. მათ 30 ივლისს პროკურატურას მიმართეს, თუმცა გაირკვა, რომ საქმის გამოძიება დაიწყო რეგიონულმა პოლიციამ და დეპუტატი ორი დღის წინ დაკითხა. ახლა მკოიანი მოითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს, ხოლო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდეს სხვა საელჩოების წარმომადგენლებს, რათა მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკოიანი დაცვას სახელმწიფოს მოსთხოვს.
ბოროტმოქმედი თუ მსხვერპლი?
ეს პირველი ინციდენტი არ არის, რომელიც ბოლო წელს მკოიანს შეემთხვა.
აპრილის დასაწყისში ოპოზიციამ მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა მოითხოვა. საბაბი გახდა ჩხუბი, რომლის დროს იარაღი გამოიყენეს. ინციდენტი 26 მარტს მოხდა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ მკოიანისა და ყოფილი დეპუტატ სამველ პეტროსიანის მომხრეებს შორის მოხდა ჩხუბი, თანაც იარაღის გამოყენებით. გაირკვა, რომ ჩხუბში თავად მკოიანი და პეტროსიანი მონაწილეობდნენ. დააკავეს პეტროსიანი და მისი 19 წლის ძმისშვილი. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ივლისში კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც მკოიანის ვერსია ჩხუბის შესახებ თავდაყირა დააყენა. ვიდეოზე ჩანს, რომ მკოიანი მისდევს პეტროსიანს პისტოლეტით ხელში და ესვრის მის მანქანას. ვიდეოზე ასევე ჩანს, რომ პოლიცია მკოიანის დაშოშმინებას ცდილობს.
თუმცაღა, როდესაც მმართველ პარტიას ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენა მოუწია, მკოიანი ამ სიაში არ აღმოჩნდა. პოლიტოლოგებმა ივარაუდეს, რომ მიზეზი სწორედ პეტროსიანზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გახდა.