ტიკარაძე: ჯანდაცვის უწყება მზადაა ექიმების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალური სავადმყოფოს დირექტორი და ექიმი გულგრილობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში არიან ბრალდებული, თუმცა მათი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს რიგი ქმედებები, რათა სიცხადე შეიტანოს წინა კვირაში დაკავებული თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების საქმეში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას.

შეხვედრაზე განიხილებოდა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმის სამსახურებრივი გულგრილობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და ასევე სამედიცინო სფეროში არსებული სხვა პრობლემები.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით“ მთელ საქართველოში გაიმართა

მინისტრის თქმით, ექიმ ვახტანგ ყიფიანის საქმე საკმაოდ რთული და კომპლექსურია.

„მაშინ, როდესაც მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა, იყო თუ არა ის დამნაშავე. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, იკვეთება გარკვეული გადაცდომები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს რა ჩარჩო–დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი.

„მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ ასეთ სიტუაციაში. ასევე არაერთი მსჯელობა მოჰყვა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონს, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა გამოეწვია ის საკანონმდებლო ორგანოდან. ამიტომ ის უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, რათა მსგავსი შემთხვევები დარეგულირდეს რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის“, – განაცხადა მინისტრმა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
დაკავებული ქირურგი: პროცედურის დროს არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი შეეფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს – პატიმრობა. აგრეთვე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თავის თანამშრომლებს გამოესარჩლა

საქართველოს მედიცინის მუშაკები მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს და სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ. კერძოდ, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით“, რითიც მედიკოსებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებულ ექიმებს.

აქციებია დაგეგმილი სამშაბათსაც – 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარდება ბრიფინგი–აქცია საექიმო საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს მიმართ მოთხოვნით, გადახედოს თავის დასკვნას, რომელშიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს უსაფუძვლოდ ედებათ ბრალი უკანონო სამედიცინო საქმიანობაში. მედიკოსების საპროტესტო აქცია გაიმართება ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან წინასწარი პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0