აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით“ მთელ საქართველოში გაიმართა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თავიანთ კოლეგებს, რომელთაც სამსახურებრივ გულგრილობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში ედებათ ბრალი.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით“ ორშაბათს მთელ საქართველოში გაიმართა – მედიკოსებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებულ ექიმებს, იუწყება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება.

საუბარია საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეზე და ექიმ ვახტანგ ყიფიანზე, ასევე ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავაზე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში და ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
დაკავებული ქირურგი: პროცედურის დროს არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, გათავისუფლებულია თავდებით, ექიმი ყიფიანი კი, რომელიც, ისევე, როგორც ხოჭოლავა, უკანონო საექიმო საქმიანობასა და პროფესიულ თაღლითობაშია ბრალდებული, საპატიმროში რჩება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებულ შეკრებაზე გადაწყდა სრული სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოცხადება ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის, რომელიც წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თავის თანამშრომლებს გამოესარჩლა>>

„მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს. თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, – მიიჩნევს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება.

გაერთიანების შეკრებაზე გადაწყდა სამედიცინო საზოგადოების მობილიზება „უსამართლოდ ბრალდებული“ ექიმების მხარდასაჭერად და ორშაბათს, 12:00 საათზე მთელ საქართველოში აქციის „ექიმები თეთრი ხალათებით“ გამართვა.

სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
ექიმები ექიმების მხარდასაჭერად: აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

სამშაბათს, 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარდება ბრიფინგი–აქცია საექიმო საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს მიმართ მოთხოვნით, გადახედოს თავის დასკვნას, რომელშიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს უსაფუძვლოდ ედებათ ბრალი უკანონო სამედიცინო საქმიანობაში. მედიკოსების საპროტესტო აქცია გაიმართება ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან წინასწარი პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ.

„ამასთანავე, გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP-ს მიხედვით, ის სამედიცინო ჩარევა (მისი კოდი) არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას, რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ექიმების საქმე

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადააგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა ჩაატარა მაგდა ხოჭოლავას დახმარებით. რამდენიმე თვის შემდეგ მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა.

ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
კომამდე მიიყვანეს: თბილისში საავადმყოფოს დირექტორი და ორი ექიმი დააკავეს

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს მათ შეცდომები დაუშვეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა გაართულა.

რაც შეეხება კლინიკის დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, მას გამოძიება ბრალს სდებს იმაში, რომ მან არ გააკონტროლა ოპერაცია და არ შეამოწმა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი.

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმები, რომლებიც ბრალდებული კოლეგების მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0