„უსაფრთხოების აკადემია“ გირჩევთ: ოთხი წესი, რომელიც ბავშვებს საშიში უცნობებისგან დაიცავს

CC0 / pixabay / ბავშვები მინდორში
ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უსაფრთხოების აკადემიამ“ ჩაატარა ექსპერიმენტი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ბავშვების უზარმაზარი ნაწილი ყოველგვარი შეკითხვისა და წინააღმდეგობის გარეშე მიჰყვებოდა უცნობ ადამიანებს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბავშვები ხშირად ნებაყოფლობით, თავისით  მიჰყვებიან ბოროტმოქმედებს, აცხადებს „უსაფრთხოების აკადემიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ოლგა ბოჩკოვა.

სპეციალისტის განმარტებით, არსებობს ოთხი ძირითადი წესი, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ შვილებს, რათა ისინი დანაშაულის მსხვერპლი არ გახდნენ.

დაკარგული ბავშვი - Sputnik საქართველო
კალიფორნიის პოლიციის რჩევა ქართველ მშობლებს

როგორც ირკვევა, აკადემიის თანამშრომლებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 4-დან 12 წლამდე ასაკის 34-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. დედამ, ინსტრუქციის თანახმად, შვილი უცნობ ადგილზე დატოვა და უთხრა: წავალ და ხუთ წუთში დავბრუნდები, არსად წახვიდეო.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბავშვთან უცნობი ქალი ან კაცი მიდიოდა და ეუბნებოდა: „დედაშენი იქ გელოდება და მთხოვა, მასთან მიგიყვამო“. შედეგად, ასაკის მიუხედავად, ექსპერიმენტში მონაწილეთა 73% უცნობ ადამიანს  გაჰყვა.                                                                                                                                                                      

„ამასთან ყველა ის ბავშვი, რომლებიც უცნობებს გაჰყვნენ, ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, ხელჩაკიდებული გაჰყვა მათ“, — განმარტა ბოჩკოვამ.

სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფრაზა „არავისთან ერთად არ წახვიდე არსად“ — საკმარისი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი საშინელი სტატისტიკა, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მხრივ, უბრალოდ, არ იარსებებდა.

ფსიქოლოგის თქმით, უცნობებთან ქცევის წესების სწავლებისადმი მიდგომა სისტემური უნდა იყოს.  ამისათვის ის მშობლებს ოთხ წესს სთავაზობს:

განსაზღვრეთ კატეგორიები

იმისათვის, რომ ბავშვი არ შეშინდეს, უსაფრთხოების შესახებ საუბარი რაიმე ძალიან ნეიტრალურით უნდა დაიწყოთ. მაგალითად, „როგორი ხალხია ჩვენს ირგვლივ? ვინ არიან ისინი?“ და ისინი კატეგორიებად უნდა დავალაგოთ: ახლო ნაცნობები, მეგობრები, უცნობები. შემდეგ უკვე ნელ–ნელა გავმიჯნოთ და განვსაზღვროთ, ვინ მიეკუთვნება უცნობთა წრეს.

დაიმახსოვრეთ: ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ადამიანს გაიცნობს და მასთან რამდენჯერმე  ექნება კონტაქტი, ის უკვე მისი მეგობარია.

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბოროტმოქმედი

ბავშვები შადრევანთან - Sputnik საქართველო
ძილის წინ ყურადღებით დაათვალიერეთ ბავშვის სხეული – პედიატრის მიმართვა მშობლებს

პირველი ნაბიჯის შემდეგ  საჭიროა ბავშვებს აუხსნათ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საშიში ადამიანი.

სამწუხაროდ, საბავშვო მულტფილმებსა თუ და წიგნებში საშიში უცნობი ადამიანი — ეს გარკვეული გარეგნობის მამაკაცია. ამიტომ ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ საშიში შეიძლება იყოს ყველა სქესისა და ასაკის ადამიანი, რომ გარეგნობის მიხედვით იმის განსაზღვრა, საშიშია თუ არა ესა თუ ის პირი, შეუძლებელია.

საქმე ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვების მიმართ დანაშაულს სჩადიან, ძირითადად ძალიან აკურატულად და მიმზიდველადაც კი გამოიყურებიან.

პოტენციური დამნაშავეების ქცევა

მშობლები ხშირად ასწავლიან შვილებს, თუ ვინმემ ხელი გტაცა, იყვირეო. თუმცა ბავშვს შეუძლია, ხელის ტაცებამდეც შეცვალოს ვითარება და სწორედ ეს უნდა აუხსნათ შვილებს.

ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ თავისთავად უცხო ადამიანთან საუბარი სახიფათო არ არის, მაგრამ თუ უცნობმა დაიწყო ბავშვის დარწმუნება, რომ სადმე გაჰყვეს (თანაც რაღაცის დაპირებით — „კანფეტს მოგცემ“, „საყვარელ ლეკვს განახებ“), თუნდაც ძალიან ახლოს, ეს უკვე საშიშია.

ბავშვის ქცევა უცნობებთან

თუ ბავშვმა შეამჩნია, რომ უცნობი საეჭვოდ იქცევა, ის სასწრაფოდ  უნდა დაშორდეს მას საკმაო მანძილით. ხოლო თუ უცნობმა მას სადმე გაყოლა შესთავაზა, ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა უთხრას უარი — ისე, რომ ირგვლივ მყოფებმა მისი ხმა გაიგონონ. მერე კი დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს მშობლებთან და ყველაფერი მოუყვეს.

დაიმახსოვრეთ: ასწავლეთ ბავშვს, რომ იმ შემთხვევებში, თუ თავი საფრთხეში იგრძნო, დაივიწყოს ყველა ქცევითი აკრძალვა და ხმამაღლაც იყვიროს, კიდეც იჩხუბოს, კიდეც უკბინოს საშიშ ადამიანს — თუ ეს აუცილებელი გახდა და, რაც მთავარია, გაიქცეს. ანუ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩეს.

  • „მაგრამ ბავშვის მომზადების დაწყება ამით არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არასწორი წარმოდგენა ექნება იმაზე, თუ რა არის საშიში და რა — არა. ამან შეიძლება ბავშვი დასტრესოს“, — აზუსტებს ფსიქოლოგი ბოჩკოვა.
ყველა ახალი ამბავი
0