კალიფორნიის პოლიციის რჩევა ქართველ მშობლებს

© FL/ Joel Kramerდაკარგული ბავშვი
დაკარგული ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბავშვები ყველგან იკარგებიან — ხან შემთხვევით, ხან კი ბოროტგანმზრახველთა მცდელობით. ასე რომ, ამერიკული პოლიციის რჩევა, ვფიქრობთ, ყველას გამოგვადგება.

ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა ღია ცის ქვეშ გამართულმა ხალხმრავალმა საზეიმო ღონისძიებებმა, რომლებსაც მოზრდილებთან ერთად პატარებიც ესწრებიან ხოლმე. ასეთ დროს, როდესაც ირგვლივ საყოველთაო ჟრიამული და მხიარულება სუფევს, გამორიცხული არ არის მცირეწლოვანი ბავშვი მშობელს მოწყდეს და დაიკარგოს.

კარგი იქნება, თუ უფროსები გასართობ პარკებსა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში წასვლამდე სიფრთხილეს გამოიჩენენ და გაითვალისწინებენ რჩევას, რომელიც კალიფორნიის პოლიციამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა მშობლებს.

მართალია, საქართველო ბევრად პატარაა, ვიდრე აშშ-ის თუნდაც ერთი რომელიმე შტატი, მაგრამ ბავშვები ყველგან იკარგებიან — ხან შემთხვევით, ხან კი ბოროტგანმზრახველთა მცდელობით. ასე რომ, ამერიკული პოლიციის რჩევა, ვფიქრობთ, ყველას გამოგვადგება.

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ:

© FB/Clovis Police Department, Californiaკალიფორნიის პოლიციის ამ პოსტს უმალ ათობით ათასი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა
კალიფორნიის პოლიციის ამ პოსტს უმალ ათობით ათასი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა - Sputnik საქართველო
კალიფორნიის პოლიციის ამ პოსტს უმალ ათობით ათასი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა

•    სასეირნოდ წასვლის წინ დააწერეთ პატარას ხელზე თქვენი ტელეფონის ნომერი და ზემოდან გამჭვირვალე, თხევადი პლასტირი წაუსვით, ან ე.წ. სკოჩი გადააკარით. პლასტირი ნაწერს წაშლისგან დაიცავს და მპოვნელი უპრობლემოდ დაგირეკავთ მისი ადგილსამყოფელის შესატყობინებლად.

•    გარდა ამისა, უკვე წასასვლელად გამზადებულს გადაუღეთ ფოტო — მთელი სიმაღლით, ახლო ხედით, რათა პატარის სახე და ჩაცმულობა კარგად ჩანდეს. ამ ფოტოს მეშვეობით ბავშვს, თუ მას ვინმე სადმე შენიშნავს, იოლად ამოიცნობენ, რაც მის პოვნას გააიოლებს.

ყველა ახალი ამბავი
0