ვისთან ვაჭრობს საქართველო კორონავირუსის პირობებში

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ განიცდის ახალი კორონავირუსის პანდემიის წნეხს – ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, 18,2%-ით შემცირდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ექსპორტი 2020 წლის დასაწყისიდან ეცემა – იანვარი-ივნისში ქვეყნიდან 1,5 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19,1%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 2,05 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%-ია. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
ფართომასშტაბიანი კვლევა: როგორ ემზადება საქართველო კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის პირველ ნახევარში არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარი-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,9%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან ასევე: აზერბაიჯანი – 450,9 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 282,5 მლნ დოლარი, უკრაინა – 250,3 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 233,6 მლნ დოლარი, გერმანია – დაახლოებით 198,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 209 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 93,4 მლნ დოლარზე მეტი.

საქართველოს ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ–ის ქვეყნებთან.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ყველა ახალი ამბავი
0