ფართომასშტაბიანი კვლევა: როგორ ემზადება საქართველო კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის მთავარი მიზანია – გამოვლინდეს არსებული გამოწვევები და ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მოემზადოს. კვლევას გაეროსა და USAID-ს ექსპერტები ჩაატარებენ.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით COVID-19-ის მართვისა და პანდემიის ცხოვრების ყველა სფეროზე გავლენის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარასკევს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულებულია, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე.

Forbes-ის შეფასება: მოხვდა თუ არა საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში>>

იმ ღონისძიებების დაწვრილებით კვლევას, რომლებიც მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ გაატარა, საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტები ჩაატარებენ, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პრაქტიკულად მზად ვართ, კვლევა დავიწყოთ. შეთანხმებული ვართ როგორც USAID-თან, ისე გაეროს ცალკეულ სააგენტოებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს დამოუკიდებელი. სწორედ ამიტომ კვლევა განხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით“, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კვლევა მოიცავს ანტიკრიზისულ მართვას, ადამიანის უფლებების ანალიზს და სამართლებრივ ჩარჩოებს პანდემიის დროს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ქართული „ნდობის სამკუთხედი" – კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების საფუძველი

„ჩვენი მიზანია იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა მიღწეული, წარმატების მიუხედავად, და რომ შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მსგავს კრიზისებს მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარტნიორების შეფასებები

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიაზე რეაგირების პროცესში მიესალმება გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

„მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა. ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს, რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ“, – განაცხადა ვინტონმა.

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს>>

სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებად მიაჩნია ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის დროს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

„ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით, რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები. უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

პანდემიის დროს კრიზისების მართვას გამოიკვლევს, ასევე სამართლებრივ სისტემასა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემას შეაფასებს გაეროს რვა სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

მეტროს მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო
როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

საქართველო კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ივნისის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია კორონავირუსის გავლენის დეტალური გამოკვლევა ცხოვრების ყველა სფეროზე, რათა ქვეყანა პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მოემზადოს, რომელზეც ყველა ლაპარაკობს.

პრემიერის განცხადებით, პარლამენტისთვის მომზადებულმა ანგარიშმა მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ცხადად აჩვენა, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ანგარიში კვლევას დაედება საფუძვლად, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ აღდგენას>>

„თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად, უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო", – აღნიშნა პრემიერმა.

გახარიამ განაცხადა, რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ტალღისთვის უკეთესად მოვემზადოთ, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას საერთაშორისო პარტნიორებიც გაეცნონ.

ყველა ახალი ამბავი
0