თავდასხმა სულაბერიძეზე: სასამართლომ კიდევ ერთი პირი დააპატიმრა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, მურვანიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ღლონტთან ერთად იჯდა ავტომობილში, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია

თბილისი, 8 აგვისრო ― Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით მურვანიძეს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბ თბილისის „დინამოს" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ირაკლი ღლონტს ბრალდება წარედგინა

მურვანიძის ადვოკატის, სოსო ხარატიშვილის ცნობით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შესახებ.

შეგახსენებთ: ლერი სულაბერიძის ავტომობილს  წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი 28 ივლისს გაუხსნეს, თუმცა სროლისას არავინ დაშავებულა. გამოძიების ინფორმაციით, სულაბერიძის ავტომობილს ცეცხლი ირაკლი ღლონტმა გაუხსნა, რომელიც მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. 

რაც შეეხება მურვანიძეს, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ღლონტთან ერთად იჯდა ავტომობილში, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.

აღსანიშნავია, რომ კლუბ „დინამოს“ წილებთან დაკავშირებით თითქმის ხუთი წელია, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მასმედია არ გამორიცხავს, რომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. საინტერესოა ისიც, რომ ეს სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს მას „დინამოს" სტადიონთან ასევე საკუთარ ავტომობილში მყოფს ესროლეს.

ყველა ახალი ამბავი
0