საქართველოში უცხოელებისთვის ლეგალურად ყოფნის ვადა გახანგრძლივდა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესულ ცვლილებებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ 14 მარტიდან 31 ივლისამდე პერიოდში უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საშეღავათო პერიოდი აამოქმედა.  1 აგვისტოდან კი ყველა მათგანი არალეგალად ითვლება.

განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, 14 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული. 

მეიდანი - Sputnik საქართველო
ქვეყანა დატოვეთ ან ჯარიმა გადაიხადეთ: საქართველო არალეგალებს პირობებს უყენებს

კერძოდ, გარემოებები შემდეგია: სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, ინფიცირების მაღალი რისკის ზონაშია, ან თუ სახელმწიფომ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები დააწესა, ან თუ პირი იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში, ან თუ სამშობლოში დაბრუნებაში მას ხელს გაუქმებული ავიარეისები უშლის.

საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ქვეყანა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ან ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს – თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურია.

რაც შეეხება ჯარიმებს, ვადის ამოწურვის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ასეთ პირებს ჯარიმა 180 ლარი ეკისრებათ, შემდგომ პერიოდში კი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

ყველა ახალი ამბავი
0