„არ დავუშვებთ ვნების მიყენებას“: რუსეთი ბელარუსში დაკავებულ საკუთარ მოქალაქეებს ესარჩლება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს ტერაქტების მომზადებასა და რესპუბლიკაში მასობრივი არეულობების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მინსკში იციან, რომ მოსკოვი არ დაუშვებს, ვნება მიადგეთ ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეების დაკავება ბელარუსში: პესკოვმა კომენტარი გააკეთა

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ეროვნული კრებისა და ხალხისადმი წინასაარჩევნო მიმართვისას „სიცრუე“ და „ლეგენდა“ უწოდა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს დაკავებულები სტამბულში მიფრინავდნენ. მისი თქმით, ისინი „სპეციალურად იყვნენ გაგზავნილები ბელარუსში“.

„ლუკაშენკო დიდად გამოცდილი პოლიტიკოსია, არჩევნებს პირველად არ ატარებს. ის მართალია იმაში, რომ ორი ქვეყნის ხალხების ძმური ურთიერთობები არ ექვემდებარება ამწუთიერ კონიუნქტურულ ინტერესებს — ელექტორალურის ჩათვლით. <...> რაც შეეხება ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა დანაშაული არაფრითაა დადასტურებული, და იმ სპექტაკლს, რაც ამის გარშემო მოაწყვეს, ჩვენ მათთვის ვნების მიყენებას არ დავუშვებთ“, — განაცხადა ზახაროვამ.

გასულ კვირაში ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინსკთან ახლოს „უცხოური კერძო კომპანია „ვაგნერის“ 32 ბოევიკი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი — ქვეყნის სამხრეთში. ყველა მათგანი, როგორც სააგენტო ირწმუნებოდა, რუსეთის მოქალაქეა.

მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერაქტების მომზადების მუხლით, რაც ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან რესპუბლიკაში მასობრივი არეულობების მოწყობის მცდელობაშიც.

ყველა ახალი ამბავი
0