ყველაზე „უტყვი" და ყველაზე „ბობოქარი" დეპუტატი – ვინ რითი გაითქვა სახელი

გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთელი წლის განმავლობაში პარლამენტის მაღალი ტრიბუნით დეპუტატების ერთი ნაწილი აქტიურად სარგებლობდა, მეორე ნაწილი კი მას საერთოდ არ მიახლოებია.

თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანალიზი წარმოადგინა – მასში დასახელებულია ყველაზე „ჩუმი“ და აქტიური დეპუტატები.

ანგარიში მოიცავს პარლამენტის მუშაობას 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ამ მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება. 

ცესკო - Sputnik საქართველო
განხეთქილება, განაჩენი და ორიგინალური სვლა: საპარლამენტო არჩევნები 2020 – კვირის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთელი წლის განმავლობაში პარლამენტის მაღალი ტრიბუნით დეპუტატების ერთი ნაწილი აქტიურად სარგებლობდა, მეორე ნაწილი კი მას საერთოდ არ მიახლოებია. ამომრჩეველი საერთოდ არ იცნობს ისეთ დეპუტატებს, როგორიც არიან მაჟორიტარები ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, არჩილ ხაბაძე და სხვები – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ასეთი სულ 21 დეპუტატი დაასახელა.

პარლამენტარების მეორე კატეგორია არიან ადამიანები, რომელთაც ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვთ და ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობენ აზრის დაფიქსირებას. ისინი შევიდნენ მათ რიცხვშიც, რომლებიც მთელი წლის განმალობაში დაკავებული იყვნენ კანონშემოქმედებითი საქმიანობით. 

ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა>>>

2019 წელს პარლამენტის ყველაზე აქტიური დეპუტატი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილი (საპარლამენტო უმრავლესობა) აღმოჩნდა, პლენარული სხდომების ყველაზე აქტიური დეპუტატი კი ანრი ოხანაშვილი („ქართული ოცნება“). ფრაქციებიდან ყველაზე აქტიური სესიებზე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იყო, ხოლო ყველაზე მეტი კითხვა სერგი კაპანაძემ („ევროპული საქართველო“) დასვა. ყველაზე აქტიურ კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასახელდა.

მთლიანობაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წელს „პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული“ უწოდა.

„წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე“, – ნათქვამია ანგრიშში. 

ოპოზიცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში

ორგანიზაცია 2019 წლის განმავლობაში დადებით ტენდენციად ასახელებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა დეპუტატების მიერ ინიციატივების წარდგენის მაჩვენებლები – 2019 წელს 118-მა დეპუტატმა ისარგებლა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით (2018 წელს ეს მაჩვენებელი 93 იყო); დაჩქარებული წესით განსახილველი ინიციატივების რაოდენობის შემცირება; კომიტეტების სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების სისტემატიზაცია, მათი სტანდარტიზაცია და ვებ-გვერდზე გამოქვეყნება; კანონპროექტებზე დეპუტატებისა და კომიტეტების მხრიდან უფრო მეტი შენიშვნის დაფიქსირება.

გარდა ამისა, შემცირდა დეპუტატების მხრიდან პლენარული სხდომების გაცდენის მაჩვენებელი – 2019 წელს 1200 შემთხვევა დაფიქსირდა, ისიც საპატიო მიზეზით.

არასაპატიო მიზეზით კი პლენარული სხდომებს ყველაზე ხშირად სამი დეპუტატი აცდენდა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე, რუსლან გაჯიევი და ივლიანე წულაია.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დეპუტატებს ხელფასის 10% დაექვითებათ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური