არჩევნები 2020: რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიცია პარლამენტთან
ოპოზიცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებამდე ჯერ კიდევ სამი თვეა დარჩენილი, მაგრამ გაერთიანებულმა ოპოზიციამაც და შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილმა კლასტერმაც უკვე დაშლა დაიწყო.

პრინციპში, ეს არცაა გასაკვირი, რადგან 1%-იანმა ბარიერმა ბევრს იმედი გაუჩინა, რომ დამოუკიდებლად მოახერხებს პარლამენტში მოხვედრას, ხოლო დასავლეთის მოწოდება პარლამენტის მრავალპარტიულობის შესახებ ამ ილუზიას კიდევ უფრო აძლიერებს. როგორც ჩანს, 31 ოქტომბრის შემდეგ ბევრს მოუწევს დამსხვრეული ოცნებების გამოტირება, მანამდე კი ოპოზიციის ფლანგზე საინტერესო სიახლეებია.

აბანოთუბანი - თბილისი - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი ბრძოლა თბილისისათვის: მოგების რა შანსები აქვთ „ოცნების" კანდიდატებს

როგორც ვიცით, თბილისში რამდენიმე ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატი, ასე თუ ისე, შეთანხმდა. აი, რაც შეეხება რეგიონებს, აქ დიდი დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ჯერ ვერ მოინელა, რომ ბოკერიამ პარლამენტში ჯერ მთელი თავისი გუნდი გააყვანინა, შემდეგ კი ერთი კინკილა ფრაქციის ამარა დატოვა. შესაბამისად, ახლაც ფიქრობს, ხომ არაფერს მატყუებსო. არადა, „ევროპული საქართველოს“ წინადადება საკმაოდ რაციონალურად და მოკრძალებულად გამოიყურება – მათ მხოლოდ ოთხი ოლქის დათმობა და ამ ოლქებში „ნაციონალების“ მხარდაჭერა სურთ და პლუს საკუთარი რეიტინგით ერთი შვიდკაციანი ფრაქციის შექმნის იმედი აქვთ პარლამენტში.

Флаги Грузинской мечты - Sputnik საქართველო
ვინ ვინ არის: იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები სახელისუფლებო გუნდიდან

დავიწყოთ თავიდან, ანუ ვანიდან. ვანში, ხონსა და სამტრედიაში „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მომღერალი და კეთილი კაცი გივი ჭიჭინაძე წარმოადგენს, თუმცა მას არც დეპუტატობის და არც გუბერნატორობის დროს რაიმე განსაკუთრებული ინიციატივები არ გამოუვლენია. ჭიჭინაძე მშვიდად მიჰყვება პოლიტიკის ამღვრეულ ტალღებს მაშინ, როცა მისი მეტოქე კაკო ბობოხიძე დიდი ხანია პარლამენტში ბობოქრობს და საკმაოდ კარგი დასაყრდენი ჰყავს ხონში. ასე რომ, თუ განაწყენებული ხალხის ხმებსაც მივუმატებთ, შესაძლოა არჩევნების მეორე ტური შედგეს.

ქალაქი ქუთაისი - Sputnik საქართველო
რატომ ტოვებენ თანამდებობებს მერები?

ასევე დიდი შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს, დაეჭიდოს ადგილობრივ ექიმ ზაზა ლომინაძეს ქუთაისში და რაკი 47% უკვე მიიღო ამ ქალაქში, სხვა ოპოზიციური ძალების მეშვეობით ეს გავლენა გაზარდოს.

არ ვიცი ზუსტად, რა აკავშირებს ზესტაფონთან, ბაღდათთან, ტყიბულთან და თერჯოლასთან „მარადმწვანე“ დეპუტატ გიგი წერეთელს, მაგრამ ინდუსტრიის გამო რომ მინიმუმ ზესტაფონისა და ტყიბულის მაცხოვრებლებს კარგი მკურნალობა სჭირდებათ, ეს ფაქტია.

„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება „ნაციონალებისადმი“ ასე გამოიყურება: 22 ოლქიდან 18-ში მხარს დაუჭერენ მათ კანდიდატებს, თუ „ნაციონალები“, თავის მხრივ, მათ დაეხმარებიან. ხულოში მათ ადგილობრივი სასულიერო ლიდერის ტარიელ ნაკაიძის დაყენება აქვთ გადაწყვეტილი, თერჯოლა-ზესტაფონში – გიგი წერეთლის, ხონში – აკაკი ბობოხიძის, ხოლო ფოთსა და მარტვილში – გიგი უგულავასი...

მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

გიგა ბოკერიას პოლიტიკურად აქტიური მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ თუნდაც რამდენიმე ოლქში ოპოზიციონერი მაჟორიტარების პირველივე ტურში გამარჯვება ფსიქოლოგიურად წელში გატეხავს ხელისუფლებას. თუმცა რეალურად ოპოზიციაში ახლა გამარჯვებისთვის კი არა, მეორე ადგილისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და აქ, ვფიქრობ, „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ უფრო საშიში მეტოქე ჰყავთ ირმა ინაშვილის „პატრიოტების“ სახით. ისინი ჩუმად არიან, ბევრს მუშაობენ, მაგრამ, „ნაციონალებისა“ რა გითხრათ და, „ლელოსა“ და ბოკერიას დაჯგუფებაზე ბევრად უკეთეს შედეგს დადებენ არჩევნებზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ხანა იწყება

ზოგადად, 2020-ის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი და სანახაობრივი უნდა იყოს, რადგან, როგორც ჩანს, პოლიტიკური „მეორედ მოსვლაა“ და ყველამ კენჭისყრა გადაწყვიტა. მაგალითად, თუ დიდუბეში გია ვოლსკი, ანა დოლიძე, დავით უსუფაშვილი და გია ბარამიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ნამდვილად არ იქნება მოწყენის დრო.

თუმცა, როგორც ერთმა ცნობილმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა შენიშნა, ამომრჩევლებს ის კი არ აინტერესებთ, რომელი თქვენგანი გაიმარჯვებს, არამედ ის, როგორ გააუმჯობესონ საკუთარი ცხოვრების პირობებიო. იმედია, პარტიები ამაზე მეტს იფიქრებენ, მეტსაც დაგვპირდებიან და, საბოლოოდ, ნახევარს მაინც შეასრულებენ...

ყველა ახალი ამბავი
0