საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ხანა იწყება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც ქალბატონი გვყავს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, მსოფლიო სტატისტიკის ფონზე ითვლება, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დონე საკმაოდ დაბალია.

ჰოდა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი მეცხრე მოწვევისამ მიიღო, და მეათე მოწვევის ქალებს გაუმართლათ.

თუ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე სავალდებულოდ ქალი უნდა იყოს, პარტია, რომელიც ყოველ მესამედ ქალს ჩაწერს სიაში, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. საქართველოში კი ჭკვიანი და განათლებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა. რამდენიმე პარტიის ლიდერი საერთოდ ქალია და მომავალი მოწვევის პარლამენტში 37-40 ქალბატონი იქნება.

მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

დავიწყოთ მმართველი პარტიით:

კვოტირება ნამდვილად არ სჭირდება და დიდი ხანია გადაწყვეტილია თეა წულუკიანის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. სხვადასხვა ვერსიებით, ის საბურთალოს ან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ყველა შემთხვევაში მომავალ პარლამენტში თეა წულუკიანს ყველა ხედავს... მაღალი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძეც. ასევე მყარად დგას კობახიძის გუნდის წევრი სოფო კილაძე, რომელსაც ცოტა ქმრის აქტიურობამ კი შეუშალა ხელი, მაგრამ იმ გუნდის წევრია, ვისაც ახლა პარლამენტის მართვის სადავეები აქვს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ ბევრს მოატეხა ფრთები, განსაკუთრებით კი კახი კალაძეს, რომლის მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება 2020-ის პარლამენტში სათუოა.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
ვინ გახდება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

მოქმედი ქალი დეპუტატებიდან მომავალ პარლამენტში ყოფნა თითქმის ყველას სურს, რეალური შანსი კი ფატი ხალვაშსა და გუგული მაღრაძეს აქვთ. ასევე საუბარია მაღრაძის ქალიშვილზე, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის“ დიდ პროგრამას მართავს. თუ მაგდა მაღრაძე პარლამენტში წავა, ის, სავარაუდოდ, განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.

სხვადასხვა დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტ ეკა ბერიძისა და სადაზღვევო საქმის სპეციალისტ ნინო კობახიძის სიაში ყოფნის შესახებ, თუმცა ჯერ რამის დაზუსტებით თქმა ძნელია. ასევე პარლამენტისკენ ეპატიჟებიან ფერმერ ნინო ზამბახიძეს, მაგრამ რამდენად გადაწყვეტს თავად საკანონმდებლო საქმიანობას, მეორე საკითხია. ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნებიდან“ მინიმუმ 10-12 ქალი გამსვლელ სიაში მოხვდება, 37-დან 40-მდე კი 150-კაციან შემადგენლობაში.

მთლად ქალებს მიჰყავთ პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსში“, რომელიც, ექსპერტების თქმითა და ხელისუფლების ხელშეწყობით, მომავალ პარლამენტში უკეთ იქნება წარმოდგენილი.

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ერთპროცენტიანი საცდური ერთკაციანი პარტიებისათვის

საკმაოდ ბევრი ქალი ჰყავთ „ლელოშიც“, რომელთაგან ანი ნაცვლიშვილი უეჭველად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი.

დეპუტატობისთვის ლამის მარტოხელა მგლის სტატუსით იბრძოლებენ ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე.

მოკლედ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ხანა იწყება და ცნობილ ქალებს კიდევ ორი თვე რჩებათ სააქტიუროდ. ასე რომ, საქართველოს ქალებო, ახლა თქვენი დროა!

ყველა ახალი ამბავი
0