სტიქია რაჭაში: რამდენიმე სოფელთან საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგა

© Government of Georgiaწყალდიდობის შედეგები რაჭაში
წყალდიდობის შედეგები რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი შეფასებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება

თბილისი, 2 აგვისტო -Sputnik. რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე  დღეა გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო: რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაობის შედეგად, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობისა და გეოდეზიური სამუშაოებს.

საერთო ჯამში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან, ხუთი სოფელი ჯერჯერობით სამანქანო გზის გარეშე რჩება და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.

ასევე,  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ონის მუნიციპალიტეტში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და დროებითი გადასასვლელები ეწყობა.

სტიქიის ზონიდან 437 ადამიანია ევაკუირებული, 600–ზე მეტ ოჯახს კი საკვები პროდუქტებით აღმოუჩინეს დახმარება.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0