საქართველოში აივ–ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშილაბორანტი
ლაბორანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან აივ–ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ინფიცირებულთა ასაკი უმეტესად 29–39 წელია.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოში აივ–ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განცხადებაში.

კიდევ ერთი: აივ-ინფექციისგან მსოფლიოში მესამე ადამიანი განიკურნა>>

2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ცენტრმა დაარეგისტრირა 8 416 აივ–ინფიცირებული. აქედან 6 283 მამაკაცია, ხოლო 2 133 – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს, ამავე პერიოდში 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:

  • 36.8% (3099) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
  • 48.9% (4112) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 12.0% (1008) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
  • 1.3% (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5% (41) - სისხლის რეციპიენტია;
  • 0.6% (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3128), სამეგრელოში (1156), იმერეთში (1011), აჭარაში (964).

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ–ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან წავიდა.

ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში წელს შიდსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; დაუდგენელი – 2.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.

საშიში სტატისტიკა: საქართველოში აივ–ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება>>

აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0