10:06 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1924)
121 0 0

ცნობილი ხდება, რომ პაციენტმა აგრესიული თერაპიის კურსი გასულ წელს შეწყვიტა, თუმცა მის სისხლში აივ-ინფექცია აღარ აღმოჩენილა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბრაზილიელი ახალგაზრდა მამაკაცი მსოფლიოში მესამე ადამიანი გახდა, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომისგან (აივ-ინფექცია) განიკურნა, იუწყება ჟურნალი Science.

ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ განკურნების საბოლოოდ დასადასტურებლად მას კიდევ რამდენიმე ანალიზი უნდა ჩაუტარდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, განკურნებული 36 წლის მამაკაცია, რომელსაც არ სურს ვინაობის გამჟღავნება და მოითხოვა, რომ ის მოიხსენიონ როგორც „პაციენტი სან–პაულუდან“.

ირკვევა, რომ მან ანტირეტროვირუსული პრეპარატებისა და ნიკოტინამიდის აგრესიული კომბინაციით მკურნალობის კურსი გაიარა, რამაც მის ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა ნულამდე შეამცირა.

ცნობილი ხდება, რომ თერაპია მან გასული წლის მარტში შეწყვიტა, თუმცა აივ-ინფექცია მის სისხლში აღარ გამოვლენილა. და ეს მაშინ, როდესაც ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა რამდენიმე კვირაში კვლავ იზრდება.

უფრო მეტიც, სან–პაულუელ პაციენტს აივ-ინფექციის ანტისხეულების რაოდენობაც უკიდურეს დაბალ დონემდე დაეწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ლიმფურ კვანძებსა და ნაწლავებში ინფიცირებული უჯრედები გაიწმინდა. მიუხედავად ამისა, ექიმებს ჯერ ისევ წინ აქვთ შესაბამისი კვლევების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა სრულად განკურნების მხოლოდ ორი შემთხვევა იყო ცნობილი. პირველი დაავადებული, ე.წ. „ბერლინელი პაციენტი“, ტიმოთი რეი ბრაუნი აივ-ინფექციისგან 13 წლის წინ განიკურნა. ისტორიაში მეორე სრულად განკურნებულს „ლონდონელი პაციენტი“ უწოდეს. ორივე შემთხვევაში ექიმებმა პაციენტებს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1924)

მთავარი თემები