საქართველოს ჭადრაკში ახალი ჩემპიონი ჰყავს

გამოწერა
ტურნირზე ნინო ბაციაშვილმა მოიგო ექვსი პარტია, ორი ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო სალომე მელიასთან.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში საქართველოს 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სალომე მელია - Sputnik საქართველო
„დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“ – ქართველი მოჭადრაკე ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებს

ცხრა შესაძლო ქულიდან ბაციაშვილმა შვიდი ქულა მოაგროვა. მან მოიგო ექვსი პარტია, ორი ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო – სალომე მელიასთან.

ბაციაშვილისთვის ამჟამინდელი ჩემპიონობა კარიერაში მესამეა. მანამდე ის საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკე გახდა 2015 და 2018 წლებში.

ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა მერი არაბიძემ, ხოლო მესამე – ბელა ხოტენაშვილმა. თითოეულმა 6,5 ქულა მოაგროვა, მაგრამ არაბიძემ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.

FIDE-ს მსოფლიო რეიტინგში ბაციაშვილს 26-ე ადგილი უჭირავს.

ყველა ახალი ამბავი
0