წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
23 ივლისი – 2 აგვისტო
23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს“ ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.
31 ივლისს დაბადებულები
31 ივლისს მყარი, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამინები იბადებიან. ისინი ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ მათი ცხოვრება ყოველთვის სტაბილური, კარგი პირობებით არის უზრუნველყოფილი. არიან კეთილი ადამიანები და გასაჭირში მყოფებს ყოველთვის ეხმარებიან; არიან საიმედო, ერთგული მეგობრები. კარგად ეწყობა მათი ოჯახური ცხოვრებაც.
31 ივლისს დაბადებულები განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ ადამიანის მიმართ, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. იმდენად არის მათი ყურადღება დაკავებული მორალისა და ფილოსოფიის საკითხებით, რომ ყოფითი საქმეებისთვის თითქმის ვეღარ იცლიან. მათთვის არ არსებობს აკრძალული თემები ადამიანის საქციელის კუთხით. ძალიან უყვართ ამბები ყველანაირი ქცევის, ტირანიისა და სისასტიკის, დევნისა და თვალთვალის შესახებ; აინტერესებთ ამ მოვლენების გმირების - მსხვერპლის, ტანჯულისა, დამნაშავისა თუ წმინდანის ქცევა. სულიერი პიროვნებები მათთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ.
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული>>
ამ დღეს დაბადებულებს ასევე აინტერესებთ ყოველდღიური ცხოვრების მოვლენები, ყველანაირი ტრადიცია, ჩვეულება, რომლებმაც დროს გაუძლეს. მათ უდიდესი მოთხოვნა აქვთ, გარშემომყოფებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა. ინტროვერტებს წერილობით - მოთხრობის, დღიურის, ესეს სახით ან მუსიკისა და ფერწერის მეშვეობით ურჩევნიათ თავიანთი აზრების გაზიარება. ექსტრავერტებს კი პირდაპირი, ღია ურთიერთობები ურჩევნიათ. 31 ივლისს დაბადებულებს მთხრობელის ამოუწურავი ნიჭი აქვთ და შანსს არ უშვებენ ხელიდან, თავიანთი აზრი არ გამოთქვან ქალისა და მამაკაცის იდეალზე, საზოგადოების სრულყოფილ ორგანიზებაზე, და თან ამ ადამიანებს მსმენელი თითქმის არასდროს აკლიათ.
31 ივლისს დაბადებულები უპირატესობას ანიჭებენ სამსახურს, რაც კარგად არ აისახება მათ ურთიერთობებზე ოჯახში, მეგობრებთან. ნათესავები ხშირად აკრიტიკებენ მათ. სწორედ ამიტომ ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრი მარტო ცხოვრებას ამჯობინებს, მაგრამ ეს მარტო ყოფნა ხანგრძლივი ძალიან იშვიათად არის.
ამ დღეს დაბადებულები სამყაროს რეალისტურად აღიქვამენ, მაგრამ ამას ისინი ხანდახან პესიმისტურ მდგომარეობამდე მიჰყავს. ამ ადამიანებმა ხშირად უნდა იფიქრონ იმის შესახებ, რომ ამ მომენტში არასრულყოფილი სამყაროს შეცვლა შესაძლებელია საკუთარი მცდელობითა და ძალისხმევით; სიკეთისა და სითბოს ყოველდღიური „აქციებით“ მათ შეუძლიათ გახდნენ სწორედ ისეთი იდეალური პიროვნებები, როგორზეც მათ ხშირად უფიქრიათ და უოცნებიათ.
ჯანმრთელობა
მიუხედავად იმისა, რომ 31 ივლისს დაბადებულებს კარგი ჯანმრთელობა აქვთ, მათ უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ საკუთარი მდგომარეობა, რადგან ხშირად იმდენად არიან ჩართული ინტელექტუალური პრობლემებითა და სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვით, რომ ავიწყდებათ სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების, ჯანსაღი ძილისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ, ამიტომ თავიანთი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ამ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.
რჩევა:
უკუაგდეთ პესიმიზმი, ნუ მისცემთ მას უფლებას, ფესვი გაიდგას თქვენს ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში. თქვენი რეალიზმი დასაფასებელია, მაგრამ მან არ უნდა დათესოს იმედგაცრუება და უბედურება. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა გარშემომყოფებს და სამყარო ფერადოვანი გახდება.


