წილებზე დავა თუ პირადი ანგარიშსწორება: ვინ დაესხა თავს თბილისის „დინამოს" ექს-მფლობელს?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს სულაბერიძეს „დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომობილში მყოფს ესროლეს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კლუბ თბილისის „დინამოს" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის მოტივები ამ დრომდე უცნობია.

სულაბერიძის ავტომობილს გუშინ წყნეთში ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილს ხუთი ტყვია მოხვდა. საბედნიეროდ,  სულაბერიძე გადარჩა. იგი მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“ და „მკვლელობის მცდელობა“. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობის მომზადება? ფოთში მამაკაცს კალაშნიკოვის ავტომატი და უცნაური ნივთები აღმოაჩნდა

წარსულში სულაბერიძე კლუბ „დინამოს“ თანამფლობელი იყო. კლუბის წილებთან დაკავშირებით თითქმის ხუთი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს. მასმედია არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

სულაბერიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა დარწმუნებული არაა, უკავშირდება თუ არა მომხდარი „დინამოს“ წილების საქმეს. უფლებადამცველის თქმით, თავდასხმა შუა ქუჩაში მოხდა, შესაბამისად, იქნებიან თვითმხილველები.

Rustavi2-ის ცნობით, როდესაც ვაკის პოლიციის განყოფილებაში სულაბერიძე ჩვენებას აძლევდა, იქ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი კონსულტაციისთვის მივიდა.

ტელეკომპანიის მტკიცებით, პოლიციამ უკვე დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს სულაბერიძეს „დინამოს" სტადიონთან ასევე საკუთარ ავტომობილში მყოფს ესროლეს.

ყველა ახალი ამბავი
0