მკვლელობის მომზადება? ფოთში მამაკაცს კალაშნიკოვის ავტომატი და უცნაური ნივთები აღმოაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, გეგმავდა თუ არა დაკავებული პირი მძიმე დანაშაულის ჩადენას და რისთვის სჭირდებოდა აღმოჩენილი ნივთები

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ფოთის მკვიდრი მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, მამაკაცს აღმოაჩნდა კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი. გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რისთვის ინახავდა დაკავებული პირი ამ საგნებს და ხომ არ გეგმავდა ის მძიმე დანაშაულის ჩადენას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0