მოსაზრება: „ერა მთავრდება“ – ექსპერტები დიდ ნავთობშოკს პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის თქმის მოყვარულებს, რომ რუსეთს ყველაფერი ცუდად აქვს და მალე კიდევ უარესად ექნება, დღესასწაული დაუდგათ.

ივან დანილოვი

სააგენტო „როიტერის“ საინფორმაციო წყაროებმა „ოპეკში“ სააგენტოს აცნობეს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ალიანსი სრულიად სერიოზულად განიხილავს სცენარს, რომლის თანახმადაც ნავთობზე მოთხოვნა საერთოდ აღარსდროს აღდგება, და ამას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის.

როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, კორონავირუსის ეპიდემიამ და თანავმდევმა ფასების ვარდნამ ნავთობზე, „ოპეკის“ ზოგ თანამდებობის პირს უბიძგა, დაესვა კითხვა: ხომ არ მიანიშნებს მოთხოვნის მკვეთრი შემცირება წელს გამუდმებულ ცვლილებებზე და როგორ სჯობს მიწოდებების მართვა, თუკი ნავთობის ერა დასასრუს უახლოვდება?

მილები „ჩრდილოეთის ნაკადი-2-სთვის“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა და აშშ გაზსადენის გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს

მიხედავად იმისა, რომ სააგენტოს შვიდი წყარო (რომელთა შორის არიან „ოპეკის“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები) ამბობს, რომ თავად „ოპეკის“ ხანგრძლივი პროგნოზები ნავთობის გლობალური მოხმარების შესახებ პერმანენტული შემცირების მიმართულებით უნდა გადაისინჯოს, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ოფიციალური პოზიცია არც ისე პესიმისტურია.

სწორედ ამიტომ გამოიწვია „როიტერის“ ამ მასალამ ესოდენ მაღალი, შეიძლება ითქვას, სკანდალური ინტერესი: თუ ალიანსის კულისებში „ნავთობის ერის“ დასრულებაზე მსჯელობენ, მაშინ ეს ნამდვილად სერიოზულად ცვლის ვითარებას, რამაც რუსეთი, კანადა თუ ნორვეგია უნდა აიძულოს, გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დასავლური (და არა მარტო)  მედია, ანონიმურ მაღალჩინოსან წყაროებთან ერთად, საზეიმოდ აცხადებს, რომ „ნავთობის ერის“ მზე ან უკვე ჩაესვენა, ან ეს დღე დღეზე მოხდება. კორონავირუსულ ეკონომიკურ შოკს არსობრივად არაფერი ახალი არ დაუმატებია ნავთობზე მოთხოვნის  შემ ცირების სურათისთვის, უბრალოდ სია შეავსო, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ორ პუნქტს შეიცავდა: გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ზომენსა და „მწვანე ენერგეტიკის“ ტექნოლოგიების არნახულ განვითარებას. შესაბამისად, ამ ორ ფაქტორს ახლა დაემატა თეზისი: კორონავირუსი პლანეტის ეკონომიკას ისე დაასახიჩრებს, რომ ნავთობზე მოთხოვნების ადრინდელი დონე აღრასდროს აღდგება. სხვა სიტყვებით, კორონავირუსი ისეთ ცვლილებებს მოიტანს მომხმარებლების ქცევაში, რომ  ეკონომიკის აღდგენის პირობებშიც კი თავად ნავთობის მომხმარებლები უკვე აღარ ივლიან სამსახურებში ავტომობილებით (დისტანციურად იმუშავებენ) და არარც შვებულებში იფრენენ არსად, ვინაიდან პანდემიის ფონზე ტურიზმი მოკვდება.

აშშ-ის კონკრესი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ვაშინგტონმა ევროპის მართლა დასჯა გადაწყვიტა

იმ აჟიოტაჟით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ტრადიციული ტურისტული მიმართულებების აღდგენას უკავშირდება და რაც სხვადასხვა ქვეყნებში შეინიშნება, დიდი ალბათობით, მომხმარებლის ქცევის შეცვლის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა, იმ შემტხვევაშიც კი, თუ ამას ოთხი წელი დასჭირდება, მხოლოდ შეანელებს ნავთობზე მოთხოვნის ბუნებრივ ზრდას. დისტანციურად მუშაობაზე  გადასვლაზე 2004 წლიდან და ინტერნეტის ეპოქის დაწყებიდან ლაპარაკობენ, მაგრამ ჩატარებული ექსპერიმენტების დიდ ნაწილს წარმატება არ მოჰყოლია, ვინაიდან გაირკვა, რომ დისციპლინა და პროდუქტიულობა ხშირ შემთხვევაში იკლებს, ხოლო დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები მალე ხვდებიან, რომ ის ხალხი, ვინც ოფისში მუშაობს, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობს და უკეთ ორიენტირდება „ოფისის პოლიტიკაში“, რის გამოც მალე წინაურდებიან. ეს ყველაფერი კი დისტანციურ მუშაობას ძალიან არამომხიბვლელს ხდის.

ერთადერთი სერიოზული საფრთხე ნავთობზე მოთხოვნისთვის შეიძლება იყოს ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც ელექტრომობილებს, ელექტროსატვირთოებსა და საზღვაო ელექტროკონტეიერმზიდებს კონკურენტულუნარიანებად აქცევს.  მაგრამ აქ კორონავირუსს არაფერი ახალი არ მოუტანია — ახალი ტექნოლოგიების რისკი ყოველთვის არსებობდა.

რაც შეეხება ნავთობზე იძულებით უარის თქმასა თუ ქვეყანაში ნახშირწყალბადების შეტანაზე შემაკავებელი ტარიფების დაწესებას, ემანუე მაკრონისა და „ყვიტელი ჟილეტების“ გამოცდილება  ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ძალიან ცუდი იდეაა. ამასთან ის ნავთობმომპოვებლებისთვის კი არ არის სახიფათო, არამედ პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც „მწვანე ილუზიები“ აწუხებთ.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ გეგმავს ისეთ შურისძიებას, რომ ჩინეთს რუსეთისა შეშურდება

არ შეიძლება არ შევნიშნოთ პარადოქსი, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც რომელიმე რესურსმომპოვებელი დარგის მომავალთან დაკავშირებით შფოთვის მაქსიმუმი დგება, ამ დარგში ინვესტირება უფრო მომხიბლავი ხდება. შესაძლოა ერთი–ორი წლის შემდეგ აჟამინდელი დისკუსიები მსოფლიო ნავთობმოპოვების მომავლის თაობაზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდეს, ვინაიდან პრობლემები შესაძლოა გაჩნდეს არა იმდენად მოთხოვნების, არამედ ნავთობის შეთავაზებების კუთხით.

მაგალითად, Financial Times–თან ინტერვიუში ერთ–ერთი უძველესი დამოუკიდებელი ფიქალური კომპანია Parsley Energy–ს პრეზიდენტმა მეტ გელეჰერმა განაცხადა, რომ აშშ–მა უკვე გაიარა ნავთობის მოპოვების პიკი, და რომ რეკორდულ სადღეღამისო მაჩვენებელს — 13,1 მლნ ბარელს ის ხილულ მომავალში ვეღარ მიაღწევს.

უფრო მეტიც: ახლა, როცა ეს უკვე ცოტას თუ აინტერესებს, ირკვევა, რომ თავად ფიქალური მარაგები აშშ–ში მნიშვნელოვანწილად ფეიკი იყო. ეს ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Bloomberg–ის გამოძიების შედეგია.

ბოლო წლებში კონვენციონალურ ნავთობმოპოვებაში ინვესტირების ქრონიკული  უკმარისობის გათვალისწინებით, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ეპიდემიის შემდეგ მოთხოვდა აღდგეს, მაგრამ ნავთობის მოცულობა არასაკმარისი აღმოჩნდეს მის დასაკმაყოფილებლად. და ამ სცენარში „ოპეკის“ წინაშე მოპოვებების სწორი მენეჯმენტის საკითხი დადგება — ოღონდ ნავთობზე უფრო მაღალი ფასების პირობებში.

რედაქცის შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

ყველა ახალი ამბავი
0