რა აშფოთებთ ქართველ ეპიდემიოლოგებს და რატომ არ იხსნება ბიბლიოთეკები – იმნაძის პასუხი

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რომ არ იყოს ტრანზიტული ქვეყანა და რომ არ ვფურცლავდეთ და ასე არ ვკითხულობდეთ წიგნებს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში ნაკლები იქნებოდა

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართველ ეპიდემიოლოგებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის შიდა გადაცემების ახალი შემთხვევები გაჩნდა. ამის შესახებ პირველი არხის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

კორონავირუსის 98 შემთხვევა ერთ კვირაში – უარესდება თუ არა საქართველოში ეპიდემიური ვითარება>>

კერძოდ, ბოლო დროს გაჩნდა ინფიცირების ახალი ჯაჭვები – ლილოს ბაზრობა და გარდაბნის რაიონი. იმნაძის განცხადებით, სანამ კორონავირუსი იარსებებს, იარსებებს ეპიდემიის ახალი ტალღის საშიშროებაც, მათ შორის საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, ეპიდემიოლოგი გვირჩევს, არ მოვადუნოთ ყურადღება და ფრთხილად ვიყოთ მომავალშიც.

„ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან. ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე მკაცრი კონტროლი გვაქვს“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ კარანტინის ზონებიდან არის გამოვლენილი. „ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება (ვირუსის) იქნებოდა უფრო მაღალი“, – განაცხადა იმნაძემ.

სასწრაფო დახმარების მძღოლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი იზრდება

კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ ბიბლიოთეკები მუშაობის განახლებას, იმნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს სფერო მალე გაიხსნება, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნა, რომ არის ვირუსის წიგნით გადაცემის გარკვეული რისკები.

„სხვადასხვა კვლევებით რამდენიმე საათი რჩება ვირუსი ცოცხალი. ჩვენთან, სამწუხაროდ, გავრცელებულია წიგნის გადაფურცვლის ჩვევა, ესეც მაღალი რისკის ფაქტორია“, – აღნიშნა იმნაძემ.

ამჟამად ქვეყნის COVID–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა დღეისთვის 1 145 ადამიანია.

გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0