შიდა ტურიზმის დასახმარებლად აჭარაში ბლოგერებს იწვევენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში საქართველოში შვიდი  ბლოგერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქართველი ბლოგერები ტურისტულ ადგილებში იმოგზაურებენ. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
თბილისი მერია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს

კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის სხვადასხვა ადგილებში იმოგზაურებენ: მოინახულებენ ეროვნულ პარკებს, მთიან აჭარაში სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებს გაივლიან და ადგილობრივ ტურისტებს უცნობ თუ ცნობილ ტურისტულ ადგილებს გააცნობენ.

 „კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ. ბევრი ქართველისთვის აჭარა – ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ ჟურნალისტებთან. 

პროექტის ფარგლებში საქართველოში შვიდი აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება.

დღემდე აჭარის შიდა ტურიზმი ონლაინ–კამპანიის წყალობით ვითარდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0