ქართველმა სუმოისტმა ივლისის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე
ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ თავისი სტატუსი აიმაღლოს, ტოჩინოშინს მიმდინარე ტურნირზე დარჩენილ შვიდ ბრძოლაში სამი გამარჯვება სჭირდება

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში ივლისის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა თეთრი ბურთულას მოსაპოვებლად ტოჩინოშინს დოჰიოზე გასვლაც არ დასჭირდა. საქმე ისაა, რომ მისი მეტოქე - დასავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკა ტურნირიდან მუხლის ტრავმის გამო მოიხსნა.

ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველი სუმოისტი პლუსშია - ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ივლისის ბაშოზე

ამგვარად, ივლისის ბაშოზე რვა საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართველი მებრძოლის აქტივში ხუთი გამარჯვებაა და სამი წაგება. ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის ტოჩინოშინს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში სამი გამარჯვება სჭირდება. თუ გორგაძე ამას მოახერხებს, ის სტატუსს აიმაღლებს და კომოსუბი გახდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ტურნირზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ისიურა იქნება. მეტოქეებმა ერთმანეთში 6 ორთაბრძოლა გამართეს და პირადი შეხვედრების ანგარიშიარის 3:2 ისიურას სასარგებლოდ.

ივლისის ბაშო 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0